იუვენტუსმა დი მარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
ანხელ დი მარია კარიერას “იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაცია ტურინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში ახლახანს ჩაფრინდა და მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. “იუვენტუსმა” დი მარიას დამატება უფასოდ მოახერხა. როგორც იცით, 7-წლიანი პარიზული კარიერის შემდეგ, 34 წლის ვინგერმა “პსჟ” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გარდა დი მარიასა, “ბებერი ქალბატონები” ზაფხულში პოლ პოგბას ტრანსფერის განხორციელებასაც გეგმავენ. ანხელმა საფრანგეთში თამაშისას […]
ანხელ დი მარია იუვენტუსში გადასვლას დათანხმდა
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი, ანხელ დი მარია, კარიერას ტურინის ,,იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მალე ,,ბებერ ქალბატონებთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. არგენტინელის ანაზღაურება ახალ გუნდში 7 მილიონი ევრო იქნება. რამდენიმე დღის წინ, დი მარიამ განაცხადა, რომ ,,იუვენტუსი” იტალიის ყველაზე დიდი გუნდია. დი მარიამ გასული […]
არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, დარწმუნებული არ არის, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ,,ალბისელესტეს” შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს: ,,ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ზუსტად ვიცით, რომ შემადგენლობაში იქნება, ლეო მესია. თქვენ, უბრალოდ, ვერ იწინასწარმეტყველებთ, რა შეიძლება მოხდეს ოთხი თვის შემდეგ. ახლა კლუბის შეცვლა მომიწევს, ისევ ადაპტაცია და ახალ გარემოსთან შეგუება – ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა […]
დი მარიას ტრანსფერი იუვენტუსში შესაძლოა ჩაიშალოს
არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია გასული სეზონის ბოლოს, “პსჟ”-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა. გამოცდილი ვინგერის დამატებით ყველაზე მეტად დაინტერესებული “იუვენტუსია”. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის ალბათობა დიდი იყო, დღეს იტალიელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ განაცხადა, რომ ანხელის ტრანსფერი “იუვენტუსში” ჩავარდნის პირასაა, რადგან ფეხბურთელს, გარკვეული პირადი მიზეზების გამო, ხელშეკრულების გაფორმება არ სურს. თავად დი მარია შესაძლო […]
ანხელ დი მარიამ არგენტინის უპირატესობა ორამდე გაზარდა | VIDEO
ანხელ დი მარიამ გოლის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა | VIDEO
დი მარია: “როგორც ჩანს, ეს ჩემი ბოლო მატჩია არგენტინის ნაკრებში”
ანხელ დი მარიამ დღეს, გამთენიისას, ვენესუელას წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ, სანაკრებო კარიერის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. “მინდა მადლობა გადაგიხადოთ დიდი სიყვარულისთვის. ყოველთვის ვოცნებობდი იმ ყველაფერზე, რაც ამ შესანიშნავ ღამეს განვიცადე. როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი არგენტინის ნაკრების მაისურით. მადლობა, მადლობა და კიდევ ათასჯერ მადლობა. მინდა მთელ გუნდს მივულოცო ჩატარებული გამორჩეული მატჩისთვის. ზრდა […]
დი მარია: ,,კარიერის დასრულება პსჟ-ში მსურს”
,,პარი სენ ჟერმენის” არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნახევარმცველის თქმით, კარიერის დასრულებას პარიზულ კლუბში აპირებს: ,,პსჟ-ში დარჩენა და კარიერის აქ დასრულება მინდა, ამ ქალაქში მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ. ბავშვები ყველაფრით კმაყოფილები არიან, სკოლა მოსწონთ… თუ პსჟ-დან წასვლა მომიწევს, არგენტინაში დაბრუნებას და კარიერის ,,როსარიო სენტრალში” დასრულებას ვისურვებდი. მინდა, რომ კარგ […]
პსჟ-ს სწრაფი კონტრშეტევა ანხელ დი მარიამ ეფექტურად დააგვირგვინა (ვიდეო)
დი მარია: ,,რონალდუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ პსჟ-ში არ თამაშობს”
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, განაცხადა, რომ პარიზულ გუნდში თამაშს კრიშტიანუ რონალდუც ისურვებდა: ,,კრიშტიანუს, ალბათ, თავის მოკვლა უნდა იმისთვის, რომ აქ არ არის. ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობის დონე უნიკალურია. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, დიდ მოთამაშეებს კი საუკეთესოებთან ერთად ყოფნა სურთ. რა თქმა უნდა, რონალდუ ,,პსჟ-ში” თამაშს ისურვებდა, მაგრამ გუნდმა მესი გაიფორმა, საბედნიეროდ, ასე […]
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული – რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო
მას მერე, რაც ლონდონის “ჩელსიმ” 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის “ინტერიდან” რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, “არისტოკრატების” ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, “ჩელსის” ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, “ევერტონმა” ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში […]
დი მარია: ,,მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ,,ეს დაუვიწყარია. მესიმ მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. მატჩ-რევანში იმ ფინალისთვის, რომელშიც არ მითამაშია. მადლობელი ვარ ოჯახისა და თითოეული ადამიანის, რომელიც მხარს გვიჭერდა და ასევე, ყველა იმ გიჟის, რომელიც ფინალზე დასასწრებად მოვიდა. […]