საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. საუბრისას, ლაშა ოდილაძემ ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შესახებ ისაუბრა და მასზე ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა გერმანულ კლუბში გადასვლა შეეძლო. “გიორგის ჰქონდა შანსი, რომ „ანორთოსისამდე“ გერმანიაში წასულიყო. „გენტიდან“ წამოსვლა რომ გადაწყვიტა, მეორე ბუნდესლიგის „ბოხუმი“ იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა. თუმცა იმ პერიოდში „გენტმა“ პრობლემები […]