“დინამო თბილისის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ინგლისის ჩემპიონშიფში დაბრუნდა და “შეფილდ უედნსდეის” მთავარი მწვრთნელი გახდა. 42 წლის სპეციალისტმა ინგლისის ერთ-ერთი ისტორიული და ტიტულოვანი კლუბი ჩაიბარა და საქმიანობას დაუყოვნებლივ შეუდგება, როგორც ამას თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. We are delighted to welcome Xisco Muñoz as our new first team manager 🇪🇸 Welcome to Hillsborough, Xisco! 🦉#swfc […]
ოფიციალურად: გიორგი ლორია დინამო თბილისში დაბრუნდა
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და კვიპროსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ლორია “დინამო თბილისში” დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საინტერესო პოსტი მიუძღვნა. “ლურჯ-თეთრებმა” გიორგი ლორიას დაფარული ვიდეო გამოაქვეყნეს, წარწერით – “გამოიცანით, ვინ დაბრუნდა”. კარიერის განმავლობაში გიორგი ლორია კრეტას “ოფის”, “ოლიმპიაკოსის”, “კრილია სოვეტოვის”, […]
“4 წლის შემდეგ ლორიას და ანორთოსისის გზები იყრება – ქართველი სამშობლოში ბრუნდება” – კვიპროსული მედია
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია “ანორთოსისს” ტოვებს და დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ 4-წლიანი პერიოდის შემდეგ, გამოცდილი ქართველო გოლკიპერი კლუბს ემშვიდოებება. “ანორთოსისი” და გიორგი ლორია დაშორდნენ და ქართველი მეკარე “ანტონის პაპადოპულოსის არენას” ოთხი წლის შემდეგ ტოვებს. მხარეები თანამშრომლობის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ გარემოებას გამოცდილი მეკარის “დინამო თბილისთან” […]
სანაძე კვიპროსის ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა
“ანორთოსისის” ქართველი ვარსკვლავი – დუდა სანაძე, კვიპროსის საკალათბურთო ლიგის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა. დასრულდა კვიპროსის ჩემპიონატი და ევროპის ყველაზე დიდმა პორტალმა Eurobasket.com-მა ლიგის საუკეთესოები დაასახელა. მოგეხსენებათ, კვიპროსის ჩემპიონატში გასული, არასრული სეზონი დუდა სანაძემ გაატარა. იგი სეზონის დაწყების შემდეგ შეუერთდა “ანორთოსისს” და გუნდის ლიდერის ფუნქციები იტვირთა. სანაძემ 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 19.5 ქულას ითვლიდა. “ანორთოსისი” “აეკ […]
კვიპროსული მედია: ქართველები ანორთოსისს ტოვებენ
კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის საკლუბო კარიერის მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ დიდი შანსია, 37 წლის კარის დარაჯმა და 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ანორთოსისი” დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ როგორც გიორგი ლორია, ისე ავთო ებრალიძე კლუბის დატოვებისთვის ემზადებიან. ებრალიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, […]
ანორთოსისმა ჩისკო მუნიოსი დაითხოვა
ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობმა კლუბმა, ფამაგუსტის “ანორთოსისმა” ჩვენთვის ასევე კარგად ცნობილი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. გუნდმა, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა იმუშავა, ახლა კი გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, ესპანელი ახალგაზრდა სპეციალისტი 13 შეხვედრაში ხელმძღვანელობის შემდეგ დაითხოვა. 42 წლის სპეციალისტმა 4 გამარჯვების მოპოვება მოახრეხა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, […]
გიორგი ქვილითაია: “რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენთან თამაში არავის უხარია”
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, რომელშიც ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიისა და კვიპროსის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. Live.ge-სთან წილისყრა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ შეაფასა, რომელიც უკვე მეორე სეზონია კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, “აპოელის” წევრი გახლავთ და ამ გუნდის კაპიტნის სამკლაურის ერთ-ერთი მფლობელიცაა. გიორგი ქვილითაია: “დრო მჭირდება – ბევრს […]
გიორგი ქვილითაია: “დრო მჭირდება – ბევრს ვმუშაობ და აუცილებლად დავბრუნდები”
საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიის “აპოელის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში “აელ ლიმასოლთან” ფრედ – 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან მისი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა. “იმედგაცრუებული ვარ როგორც ინდივიდუალურად ჩემი, ისე გუნდის თამაშით და შედეგით. ტრავმის შემდეგ ვცდილობ დავბრუნდე. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. მიზნის მისაღწევად ჩვენ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ და საშინაო […]
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი გახდა!
კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა – საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელი გახდა. კონტრაქტის მიხედვით, თემურ ქეცბაიამ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე უნდა უხელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის მიხედვით ექნება შესაძლებლობა, სხვა კლუბის ან ნაკრების დაინტერესების შემთხვევაში, კვიპროსის ფეხბურთის […]
თემურ ქეცბაია ანორთოსისს დაემშვიდობა
საქართველოს ნაკრების და კვიპროსული “ანორთოსისის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია საყვარელ კლუბს დაემშვიდობა. “ჩემი “ანორთოსელო” მეგობრები, ფამაგუსტელო მეგობრებო. მოვიდა დრო, რომ დაგემშვიდობოთ. 3-წლიანი თავგადასავლის შემდეგ “ანორთოსისიდან” მივდივარ. ერთი წრე დაიხურა და მეორე იხსნება ყველასთვის. მთელი გულით მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და ყველას, ვისთანაც ამ 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. დიდი მადლობა ყველას “ანორთოსისში” ნაცნობსა და უცნობს, […]
“ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ თემურ ქეცბაიას აცნობა, რომ ქართველი სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლდება. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქეცბაიამ ხელმძღვანელობისა და კონკრეტულად, გუნდის ტექნიკური დირექტორის, ნეოფიტოს ლარკუსის ცვლილებების იდეას მხარი არ დაუჭირა. ამ მოვლენების გამო, ქეცბაია “ანორთოსისს” 1-წლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს. ცნობილია, რომ მხარეები ოფიციალურად მას შემდეგ გაიყოფიან, რაც ხელშეკრულების დეტალები გადაწყდება. ქეცბაიამ “ანორთოსისი” 2019 წლის ზაფხულში […]
აზერბაიჯანულ კლუბს თემურ ქეცბაიას გადაბირება სურს
საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამად კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია შესაძლოა ბაქოს “ნეფთჩიში” დასაქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ფამაგუსტელები ევროსარბიელზე ვერ მოხვდნენ და 2022/2 წლების სეზონში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ქართველი სპეციალისტი გუნდის დატოვებას აპირებს. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ აზერბაიჯანული კლუბის ხელმძღვანელობა ევროპაში გაემგზავრა, […]