ოფიციალურად – ცნობილია რამდენ ხანს იუქმებს ფატი
“ბეტისთან” ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩისას “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. 18 წლის ტალანტმა ანსუ ფატიმ მარცხენა მუხლის მედიალური მენისკის დაზიანება მიიღო, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. წარმოშობით გვინეა-ბისაუელ ფეხბურთელს მუხლზე დღეს ოპერაცია ჩაუტარდა, კატალონიელთა ოფიციალური გვერდი კი იტყობინება, რომ ფატი, სავარაუდოდ, 4 თვეს იუქმებს და “ბარსას” გაზაფხულისკენ დაუბრუნდება.
ბარსელონას თინეიჯერი ფეხბურთელის თამაშისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდა
კატალონიის “ბარსელონამ” “პრიმერა დივიზიონის” მე-2 ტურში “ბეტისს” უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 5:2 დასრულდა, სადაც ლიონელ მესისა, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს არყოფნაში, ლიდერის ფუნქცია ანტუან გრიზმანმა შეითავსა და დუბლის შესრულება შეძლო. თავდასხმაში თავდამსხმელების დეფიციტის გამო, ერნესტო ვალვერდემ ძირითად შემადგენლობაში კარლოს პერეს საიოლი დააყენა, რომელმაც 1 გოლის გატანა შეძლო. მის ნაცვლად, მოედანზე […]
ანსუმანე ფატი “ბარსელონას” ისტორიაში შევიდა
“ბარსელონას” რიგებში დღეს ანსუმანე ფატის დებიუტი შედგა. 16 წლის ფატი რომელიც 2002 წლის 31 ოქტომბერსაა დაბადებული გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც კი ოდესმე “ბარსელონას” მაისურით ოფიციალური მატჩი უთამაშია. პირველ ადგილზე ვისენტე მარტინესია, ვინც ამ რეკორდის დამყარება შორეულ 1941 წელს მოახერხა. ანსუმანე ფატიმ მეორე პოზიციიდან მესამეზე ბოიან კრკიჩი გადაწია. 16 წლის ფეხბურთელი გვინეა-ბისაუდანაა, დღევანდელ შეხვედრაში […]