იმ შემთხვევაში თუ სერჟ გნაბრი ,,ბაიერნს” დატოვებს, მიუნხენური გუნდი ,,ლაიფციგის” ნახევარმცველის, კრისტოფერ ნკუნკუს ან ,,აიაქსის” შემტევის, ანტონის გადაბირებას შეეცდება. Sport1-ის ცნობით, ,,რეკორდმაისტერში” იმედი აქვთ, რომ გნაბრისთან, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, თუმცა გუნდში უკვე მის შემცვლელზეც მუშაობენ. გერმანელის ტრანსფერით მადრიდის ,,რეალი” და ,,ლივერპული” ინტერესდებიან. მიმდინარე სეზონში ნკუნკუს ანგარიშზე ,,ლაიფციგის” მაისურით ჩატარებულ 49 […]