საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კარიერა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აღმავლობის უსწრაფეს გზაზე შედგა. აწ უკვე საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი თბილისის “ლოკომოტივიდან”, იმ დროს 20 წლის გოლკიპერი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, “ვალენსიაში” აღმოჩნდა. მეორე გუნდის მეკარედ მისულ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს შანსი მიეცა, რომელიც იდეალურად გამოიყენა და ამჟამად “ღამურების” მთავარი მეკარეა და საქართველოს ნაკრების პირველი ნომრობისთვისაც […]