აქსელ ვიტსელი მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელია
ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი მადრიდის ,,ატლეტიკოში” ითამაშებს. ,,როხიბლანკოს” ვებგვერდის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტსელის ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ, ,,ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, დააანონსა, რომელმაც განაცხადა, რომ ნახევარმცველთან ხელშეკრულება, ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო. ,,ამ ისტორიულ გუნდში გადმოსვლით ვამაყობ და ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველი,” – დაწერა ბელგიელმა სოციალურ ქსელში. ვიტსელმა გასული სეზონის […]
აქსელ ვიტსელი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს
მადრიდის ,,ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, დაადასტურა, რომ მის გუნდს დორტმუნდის ,,ბორუსიას” ყოფილ ნახევარმცველთან, აქსელ ვიტსელთან, კონტრაქტი ფაქტობრივად შეთანხმებული აქვს: ,,ჩვენ უკვე გვყავს ვიტსელი, პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა. მოცდა რამდენიმე დღე ან კვირა მოგვიწევს და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება. ახლა მცველს ვეძებთ,” – განაცხადა სერესომ. ვიტსელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის ,,ბორუსია” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. 2021-2022 […]
“სასწაულის იმედად” – ბელგია ვიტსელის გარეშე რჩება
უდიდესი ალბათობით, ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აქსელ ვიტსელის გარეშე გაემგზავრება. გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” “ლაიფციგი” – 3:1 დაამარცხა, მატჩის 30-ე წუთზე კი, ბელგიელმა ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, 31 წლის ფეხბურთელს აქილევსის მყესი გაუწყდა, ასეთი ტრავმის მოშუშების შანსი კი 2021 წლის ზაფხულამდე საკმაოდ მცირეა. […]
თანამედროვეობის 10 საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი
ბრიტანულმა გამოცემა Daily Star ამჟამად, მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ლიდერობას მადრიდის “რეალის” და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი კაზემირო არავის უთმობს. სრული ათეული ასე გამოიყურება: 10. ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი/ბრაზილია) 9. აქსელ ვიტსელი (დორტმუნდის “ბორუსია”/ბელგია) 8. ნემანია მატიჩი (“მანჩესტერ იუნიატედი“/სერბეთი) 7. სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”/ესპანეთი) 6. ნგოლო კანტე (“ჩელსი”/საფრანგეთი) 5. როდრი (“მანჩესტერ სიტი”/ესპანეთი) 4. ფაბინიო (“ლივერპული”/ბრაზილია) […]