კოსოვო – საქართველოს მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი: პაველ რაჩკოვსკი მთავარი არბიტრის ასისტენტები: რადოსლავ სიეკა, ადამ კუპსიკი VAR-ის არბიტრები: ტომაშ კვიატოვსკი, კრჟიშტოფ იაკუბიკი საინტერესოა, რომ მთავარ მსაჯს, რომელიც 38 წლისაა და უმაღლეს დონეზე 2010 წლიდან მუშაობს, აქამნდე ქართულ ფეხბურთთან შეხება ორჯერ ჰქონდა. პირველად […]
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები გახდა ცნობილი. კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართული კლუბები “ტირანას”, “სარაევოსა” და “დუნაისკა სტრედას” დაუპირისპირდებიან. იმ შემთხვევაში თუ ბათუმის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო” და გორის “დილა” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას შეძლებენ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მათი მეტოქეები ცნობილია. კონფერენს […]