დანი ალვეში ბრაზილია-არგენტინის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი, დანი ალვეში, კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 36 წლის ფეხბურთელმა მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და განსაკუთრებით გამოსაყოფია მომენტი, როდესაც მან მეტოქესთვის ბურთის ართმევა, ორი ფეხბურთელის მოტყუება და საგოლე კომბინაციაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეძლო. იხილეთ ვიდეო
ათწლეულის მონაცემები: მესი VS რონალდუ – ვინ იყო უკეთესი?
იმ საფეხბურთო ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ, მთავარი საკამთო საკითხი ალბათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის უკეთესის დასახელებაა. თემა, რომელზეც ასობით პროფესიონალს არაერთხელ უსაუბრია, არაერთი სტატია თუ გადაცემა შექმნილა, ალბათ ამოუწურავია და ისევე როგორც ზოგადად სპორტზე, კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, ამ სტატიაში კერძოდ ბოლო ათწლეულის მონაცემებს შემოგთავაზებთ […]
კოლუმბია 2:2 არგენტინა (მიმოხილვა)
პაოლო დიბალას გოლი იტალიასთან | VIDEO
მუნდიალი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის 10 მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, Goal.com-მა ტურნირის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ვებგვერდის ვერსიით, მუნდიალის მოგების ყველაზე დიდი შანსი ბრაზილიის ნაკრებს აქვს, რომელიც ჯგუფში სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ერთად იასპარეზებს. მეორე ადგილზე არგენტინის ნაკრები გავიდა, მესამეზე კი – გერმანიის. ხუთეულში, ასევე, ესპანეთი (4) და საფრანგეთი (5) მოხვდნენ. Goal-ის აზრით, მუნდიალის მთავარი აუტსაიდერები საუდის არაბეთი (32), ავსტრალია (31) და ტუნისი […]
დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ ფრანგსაც სურდეს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არსებობს გაუთვალისწინებელი გარემოებები, სიტუაციები, რომლებსაც უნდა მოვერგოთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხვალ არგენტინასთან ეს მატჩი გვეთამაშა. პრობლემებთან გამკლავება მათაც მოუწიათ, საუდის არაბეთთან პირველი შეხვედრა წააგეს. არ მეშინია და არც ვნერვიულობ. ასეთი შეხვედრისთვის მზადების პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი და […]
არგენტინამ ავსტრალია სტუმრად დაამარცხა
4 ერის მეოთხე ტურის მატჩში, ავსტრალიამ არგენტინას უმასპინძლა და შინ დამარცხდა. “პუმებმა” ავსტრალიაში 35 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვეს. მატჩში ანგარიში არგენტინელებმა გახსნეს. მე-5 წუთზე ჯარიმა “პუმების” მე-15 ნომერმა ემილიანო ბოფელიმ გახსნა (0:3). მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, ავსტრალიელები დომინირებდნენ და დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. სწორედ ამ სათამაშო უპირატესობას მე-11 წუთზე ავსტრალიელთა 9 ნომრის ვილ გენიას ლელო […]
დანი ალვეშმა მესი გააკრიტიკა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა ლეო მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი კოპა ამერიკას აკრიტიკებდა და ბრაზილიელები კორუფციაში დაადანაშაულა. “მეგობარი ყოველთვის მართალი არ არის უბრალოდ იმის გამო, რომ ის შენი მეგობარია. ლეომ ძალიან ბევრი პროფესიონალის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ მესიმ ლაპარაკში უამრავი შეცდომა დაუშვა,” – თქვა დანი ალვეშმა.
ლოთარ მათეუსი: “მესი თუ მარადონა?”
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა “ბარსელონას” კაპიტნის ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. “ვერ ვიჯერებ, რომ მესის არგენტინაში კრიტიკოსები ჰყავს. თუ არ მოგწონთ ლიონელი, მას შეუძლია გერმანიაში ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს. გაშლილი ხელებით და გამზადებული საბუთებით დავხვდებით. ხშირია მსჯელობა იმაზე, თუ ვინ არის უკეთესი – მესი თუ მარადონა? არგენტინას საბედნიეროდ ჰყავს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და არგენტინელებმა ჯერ კიდევ […]
არგენტინის ფანმა სხეულზე ნაკრების ყველა ფეხბურთელის გვარი ამოისვირინგა
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფანმა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ტატუ გაიკეთა და ,,ალბისელესტეს” მთელი შემადგენლობა ზურგზე დაიწერა. მის სხეულზე 28 ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის გვარი, და, ასევე, ტიტულის მოგების თარიღია ამოსვირინგებული. კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით 1:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეთხუთმეტედ გახდა. ამ მხრივ ,,ალბისელესტე” ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა.