“ოლ ბლექსის” სამიდან სამი! (ვიდეო)
დღეს დილით, ნელსონში, “ტრაფალგარ პარკზე”, ოთხი ერის მესამე ტურის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ახალი ზელანდიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა. “ოლ ბლექსს” საერთოდ არ ჰყავდა განაცხადში ბოიდენ ბარეტი, მის მაგივრად მგეზავის პოზიციაზე თამაში 24 წლის რიჩი მოუნგამ დაიწყო, რომლისთვისაც ეს მეორე კეპი გამოდგა. ანგარიში საჯარიმო დარტყმით მეხუთე წუთზე სწორედ მან გახსნა, რასაც მე-15 წუთზე […]
,,საფრანგეთმა შეწყვიტოს ტირილი” – არგენტინელი ფანების პეტიცია
არგენტინელი გულშემატკივრები ფრანგების პეტიციის საპასუხოდ (საფრანგეთში ,,კორუმპირებული” მსაჯის გამო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშება სურთ), ახალ პეტიციას – ,,საფრანგეთმა შეწყვიტოს წუწუნი”, აწერენ ხელს. ,,მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ფრანგებს წუწუნი არ შეუწყვიტავთ, არ აღიარებენ, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი და აღიარონ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მბაპე კი მისი […]
5 დაუვიწყარი მატჩი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე
მაშინ, როცა სახლში დარჩენა არათუ სასურველი, აუცილებელიც კია, ლიტერატურის, ხელოვნების თუ სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა. Live.ge ახალ რუბრიკაში იმ ლეგენდარულ მატჩებს შემოგთავაზებთ, რომლის ხელმეორედ ყურებაც ნამდვილად ღირს. ამჯერად, ხუთ გამორჩეულ საფეხბურთო დაპირისპირებას მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გირჩევთ. მანჩესტერი – ბაიერნი 2:1 (1998/99 ჩემპიონთა ლიგის ფინალი) ესაა მატჩი, რომელმაც დამარწმუნა, რომ სასწაულები არსებობს […]
5 დაუვიწყარი მატჩი: გიორგი ნაზარიშვილი
საფეხბურთო ცხოვრების განახელებამდე და სპორტულად აქტიური უქმეების დაბრუნებამდე, საფეხბურთო კლასიკის გადამეორებას გთავაზობთ. ჩვენს რუბრიკაში “5 დაუვიწყარი მატჩი” ისეთ შეხვედრებს შეგახსნებთ, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ამჯერად, თავის არჩევანს მსახიობი, გიორგი ნაზარიშვილი გაგვიზიარებს. ჰოლანდია-არგენტინა 2:1 (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი) ბერგკამპის გოლი შედევრი. უკვე ცოტათი ვიწყებდი ფეხბურთში გარკვევას და ძალიან მომეწონა ეს გოლი. ასე […]
5 დაუვიწყარი მატჩი: გიორგი პავლიაშვილი
მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს სპორტული კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი გაიხსენებს. დინამო თბილისი – ვისლა 2:1 (უეფას თასის საკვალიფიკაციო პლეი-ოფი, 2004 წელი) 2004 წელს […]
5 დაუვიწყარი მატჩი: ირაკლი ბუხალი
მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს “დინამო თბილისის” მედიამენეჯერი ირაკლი ბუხალი გაიხსენებს. დინამო თბილისი 2:1 ატლეტიკ ბილბაო (1998/99 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი პლეი-ოფი) […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]
Bleacher Report – 2022 წლის მუნდიალის გამარჯვებულები და დამარცხებულები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ისტორიაში მესამე ჩემპიონობა იზეიმა. ვებგვერდმა, bleacherreport-მა, მუნდიალი შეაჯამა და ტურნირის 5 გამარჯვებული და დამარცხებული გამოყო: 1. გამარჯვებული – ორი ლიონელი ,,მესიმ ეს გააკეთა. საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ფინალში ორი გოლი გაიტანა და საოცარი მატჩი ჩაატარა. ლეომ ყველა გააჩუმა, არგუმენტი – ,,მესი არ შეიძლება ჩაითვალოს […]
Vamos, Vamos Argentina – მესის შვილებმა კოპა ამერიკის მოგება სიმღერით აღნიშნეს (ვიდეო)
აგუერომ ფსონი მესიზე დადო და 8 ათასი დოლარი მოიგო
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, სოციალურ ქსელში 17 ნოემბერს განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა. აგუერომ 1001 დოლარი მესის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე დადო, რასაც კოეფიციენტი 8,25 ჰქონდა. შედეგად, არგენტინელმა 8 264 დოლარის მოგება შეძლო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ,,ალბისელესტეს” კაპიტანმა, ლეო მესიმ ტურნირი 7 გოლითა და 3 საგოლე […]