კოპა ამერიკა – არგენტინამ ეკვადორს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და 1/2-ფინალში გავიდა (მიმოხილვა)
კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ეკვადორი 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა. ,,ალბისელესტე” პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდა, რასაც შედეგი მე-40 წუთზე მოჰყვა – როდრიგო დე პაულმა მესის ზუსტი გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში მომენტები ეკვადორსაც ჰქონდა, თუმცა გოლები კვლავ სკალონის გუნდმა გაიტანა – 84-ე წუთზე თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა (მესის პასით), […]
კოპა ამერიკა | არგენტინა 1:0 პარაგვაი (მიმოხილვა)
კოპა ამერიკა – არგენტინამ ურუგვაის მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა (მიმოხილვა)
კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაი 1:0 დაამარცხა. ,,ალბისელესტემ” მატჩის სტარტზე რამდენიმე მომენტი შექმნა, რასაც შედეგი მალევე მოყვა – შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გვიდო როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც ლეო მესის გადაცემით ისარგებლა. მეორე ნახევარში ურუგვაის ნაკრები ბურთს ფლობდა, თუმცა ოსკარ ტაბარესის გუნდმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა. 2 ტურის შემდეგ არგენტინა […]
კოლუმბია 2:2 არგენტინა (მიმოხილვა)
6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]
არგენტინა 1:1 ჩილე (მიმოხილვა)
ლეო მესის გოლი ჩილეს ნაკრების კარში (ვიდეო)
კოპა ამერიკა 2021 კოლუმბიაში აღარ გაიმართება
კოლუმბიას კოპა ამერიკა 2021-ის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. ამის მიზეზი ქვეყანაში რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური არეულობა გახდა. გარდა ამისა, ქვეყანას კვლავ სერიოზულ პრობლემას უქმნის კორონავირუსი. აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთო არ არის, რამაც კონმებოლი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა. Marca-ის თანახმად, კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება არგენტინას გადაეცემა. ოფიციალური განცხადება ამის […]
კოლუმბიას კოპა ამერიკის მასპინძლობის უფლებას ართმევენ
კოლუმბიაში რამდენიმეკვირიანი პოლიტიკური არეულობის შემდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ მიმდინარე წლის ზაფხულში, კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება ჩამოერთვათ. ესპანური Marca-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ დამამცირებელი აღმოჩნდა და კონმებოლის ხელმძღვანელებისთვის და ისინი იძულებული გახდნენ, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიეღოთ. მმართველ ორგანოსთან ახლოს მყოფი წყაროები Marca–ს აცნობენ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტურნირის მასპინძლობის უფლების არგენტინისთვის […]
სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 30 ლეგიონერი გამოიძახა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ქვეყნის გარეთ მოთამაშე 30 ფეხბურთელი გამოიძახა. სრული შემადგენლობა მალე ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით შეივსება. ,,ალბისელესტე” 4 ივნისს ჩილეს შეხვდება, 9-ში კი – პარაგვაის. შეიძლება ითქვას, რომ სკალონის არჩევანში მთავარი მოულოდნელობა 30-კაციან სიაში ტურინის ,,იუვენტუსის” შემტევის, პაულო დიბალას არყოფნაა. სკალონის მიერ გამოძახებული ლეგიონერების სია ასე […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა. მოკლე ნუსხაში პირველი ადგილი მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ დაიკავა, მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო სამეული “ლივერპულის” გერმანელმა მესაჭემ იურგენ კლოპმა შეავსო. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დიეგო სიმეონე 2. პეპ გვარდიოლა 3. იურგენ […]