არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ბრაზილიასთან მატჩისას მოედანი დატოვეს
ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრა მე-4 წუთზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა (Anvisa) და პოლიციის მოედანზე შესვლის გამო შეწყდა. მომხდარის გამო, არგენტინელმა ფეხბურთელებმა სტადიონის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ბრაზილიაში ეჭვობენ, რომ ,,ალბისელესტეს” 4-მა ფეხბურთელმა – ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ, ჯოვანი ლო სელსომ და კრისტიან რომერომ ქვენის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. Anvisa-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში ჩასულმა […]
არგენტინა 3:0 იამაიკა (მიმოხილვა)
ლიონელ სკალონის რეაქცია ლაუტაროს პენალტის შემდეგ | VIDEO
მესი: ,,კიდევ არ მჯერა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ!”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: ,,ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ მჯერა! რა განვიცადეთ, როდესაც საბოლოდ ავწიეთ თასი, რომელიც ყველას ასე გვინდოდა… ნამდვილი სიგიჟეა! ცხადია, ჩემპიონობა ყველაფერს უფრო მშვენიერს ხდის, მაგრამ რა საოცარი თვე მქონდა და რამდენი შესანიშნავი მოგონება დამიგროვდა. ეს ყველაფერი ძალიან მენატრება. მენატრება ჩემი […]
ყატარი 0:2 არგენტინა (მიმოხილვა)
მესი+სუარესი = 800
სამხრეთამერიკული ტრიო, რომელსაც “ბარსელონაში” ნეიმარი ლიონელ მესი და ლუის სუარესი ქმნიდნენ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი სამეული გახლდათ და არაერთი ტიტულის მოგების გარდა, ბრწყინვალე ფეხბურთიც ითამაშეს. მართალია, ნეიმარი 2017 წლის ზაფხულიდან კატალონიურ გრანდში აღარ თამაშობს, თუმცა არგენტინულ-ურუგვაული ტანდემი ასპარეზობას შესანიშნავად აგრძელებს და ერთად გასაოცარ ციფრებსაც აფიქსირებს. ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, დორტმუნდის “ბორუსიას” მესიმაც და სუარესმაც […]
კოპა ამერიკა 2021 კოლუმბიაში აღარ გაიმართება
კოლუმბიას კოპა ამერიკა 2021-ის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა. ამის მიზეზი ქვეყანაში რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური არეულობა გახდა. გარდა ამისა, ქვეყანას კვლავ სერიოზულ პრობლემას უქმნის კორონავირუსი. აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთო არ არის, რამაც კონმებოლი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანა. Marca-ის თანახმად, კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება არგენტინას გადაეცემა. ოფიციალური განცხადება ამის […]
მანჩინი არგენტინასთან მატჩზე: ,,იტალიას შოუს მოწყობა შეუძლია”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,უემბლი შთამბეჭდავი სტადიონია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლის წინ აქ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება ვიზეიმეთ. შეუძლია თუ არა ამ მატჩს შეალამაზოს იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნა? არა, მაგრამ შეხვედრით ვისიამოვნებთ. იტალია-არგენტინა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირებაა. შესანიშნავი თამაში გველის. იტალიას შოუს მოწყობა შეუძლია,” – […]
მესის პასი და ალვარესის გოლი ემირატების კარში | VIDEO
როგორ უნდა ითამაშო მესის წინააღმდეგ – საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელის რჩევა ფრანგებს
საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა, უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უნდა ითამაშოს საფრანგეთის ნაკრებმა ლეო მესის წინააღმდეგ. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა მსოფლიო ჩემპინატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინის დამარცხება შეძლო. ,,ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით არამხოლოდ მესიზე, არამედ მთელ გუნდზე. თქვენ მას ამ კონტექსტში უნდა შეხედოთ, რათა გააანალიზოთ, როგორ იღებს ბურთს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დე პაულზე ზეწოლა, […]
უიშვიათესი მოვლენა. მსაჯმა მოედნიდან ლეო მესი გააძევა (ვიდეო)
5 დაუვიწყარი მატჩი: გიორგი ნაზარიშვილი
საფეხბურთო ცხოვრების განახელებამდე და სპორტულად აქტიური უქმეების დაბრუნებამდე, საფეხბურთო კლასიკის გადამეორებას გთავაზობთ. ჩვენს რუბრიკაში “5 დაუვიწყარი მატჩი” ისეთ შეხვედრებს შეგახსნებთ, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ამჯერად, თავის არჩევანს მსახიობი, გიორგი ნაზარიშვილი გაგვიზიარებს. ჰოლანდია-არგენტინა 2:1 (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი) ბერგკამპის გოლი შედევრი. უკვე ცოტათი ვიწყებდი ფეხბურთში გარკვევას და ძალიან მომეწონა ეს გოლი. ასე […]