ჩილესა და არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ კლუბ „სანტოსს“ ხელმძღვანელობს, შესაძლოა სამუშაოდ ევროპაში დაბრუნდეს. არგენტინელი სპეციალისტის გადაბირებით საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბი „ლიონი“ ინტერესდება. „ოლიმპიკმა“ 7 ოქტომბერს დაკავებული თანამდებობიდან სილვინიო გაუშვა და მას შემდეგ მწვრთნელობის შესაძლო კანდიდატების განხილვა დაიწყო, სამპაოლი ამ კანდიდატებს შორის ლიდერობს. მართალია, „ლიონმა“ სეზონი 2 გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ […]