არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მექსიკასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან მექსიკა ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. მეორე ტაიმში დავმშვიდდით და ბურთით თამაში დავიწყეთ, იმის გაკეთება შევძელით, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ვითამაშეთ თამაში, რომელიც უნდა გვეთამაშა, ვალდებულები ვიყავით. ყველამ შესანიშნავად იასპარეზა, მათ შორის შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმაც. ეს გზა გასავლელია და გუნდის […]