გვარდიოლა: “ოქროს ბურთი მესის მიეცით, შემდეგ VAR-ი გამოიყენეთ და ვან დაიკს დაუბრუნეთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ 2019 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ ოქროს ბურთი თავდაპირველად ლიონელ მესის უნდა მისცენ, შემდეგ ვიდეო გამეორების სისტემა გადაამოწმონ და ჯილდო ვან დაიკს დაუბრუნონ”, – თქვა ესპანელმა. France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. პრიზისთვის ევროპაში მოთამაშე 30 საუკეთესო ფეხბურთელი იბრძვის, ფავორიტთა სამეულში კი ლიონელ […]
დალიჩი: ,,არგენტინის ნაკრებზე უფრო დიდი ზეწოლა იქნება”
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ მსოფიო ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით, ხორვატიისთვის ეს დიდი წარმატებაა. თუმცა, მეტი გვინდა. ლეო მესის ხელმძღვანელობით დიდებულ არგენტინას ვხვდებით. მათზე უფრო დიდი ზეწოლაა. ჩვენ ვიცით, როგორ თამაშობენ ისინი. ოპტიმისტი ვარ და ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მათ საკუთარი დონე და ხასიათი გამოავლინეს. ამის გარეშე ნახევარფინალში ვერ […]
დანი ალვეში ბრაზილია-არგენტინის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი, დანი ალვეში, კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 36 წლის ფეხბურთელმა მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და განსაკუთრებით გამოსაყოფია მომენტი, როდესაც მან მეტოქესთვის ბურთის ართმევა, ორი ფეხბურთელის მოტყუება და საგოლე კომბინაციაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეძლო. იხილეთ ვიდეო
დანი ალვეშმა მესი გააკრიტიკა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა ლეო მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი კოპა ამერიკას აკრიტიკებდა და ბრაზილიელები კორუფციაში დაადანაშაულა. “მეგობარი ყოველთვის მართალი არ არის უბრალოდ იმის გამო, რომ ის შენი მეგობარია. ლეომ ძალიან ბევრი პროფესიონალის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ მესიმ ლაპარაკში უამრავი შეცდომა დაუშვა,” – თქვა დანი ალვეშმა.
დემბელე: ,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესი ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს”
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, უსმან დემბელემ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,მესი გამორჩეული ფეხბურთელია, მან ინიესტასთან ერთად ,,ბარსელონა” შემაყვარა. ლეოსთან ერთად 4 შესანიშნავი წელი გავატარე. ის გასახდელში ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება. მესიმ ბევრი რამ მასწავლა. მისი გაკონტროლება ძალიან რთულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბურთს რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს,” […]
დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ ფრანგსაც სურდეს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არსებობს გაუთვალისწინებელი გარემოებები, სიტუაციები, რომლებსაც უნდა მოვერგოთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხვალ არგენტინასთან ეს მატჩი გვეთამაშა. პრობლემებთან გამკლავება მათაც მოუწიათ, საუდის არაბეთთან პირველი შეხვედრა წააგეს. არ მეშინია და არც ვნერვიულობ. ასეთი შეხვედრისთვის მზადების პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი და […]
არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, დარწმუნებული არ არის, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ,,ალბისელესტეს” შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს: ,,ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ზუსტად ვიცით, რომ შემადგენლობაში იქნება, ლეო მესია. თქვენ, უბრალოდ, ვერ იწინასწარმეტყველებთ, რა შეიძლება მოხდეს ოთხი თვის შემდეგ. ახლა კლუბის შეცვლა მომიწევს, ისევ ადაპტაცია და ახალ გარემოსთან შეგუება – ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა […]
დი მარია: ,,მე და ბიჭებმა ვიცინეთ იმაზე, რაც მარტინესმა საუკეთესო მეკარის ჯილდოთი გააკეთა”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, ,,ალბისელესტეს” მეკარეზე, ემილიანო მარტინესზე ისაუბრა: ,,მარტინესი? მიყვარს ეს პროვოკაციული პერსონაჟი. თუმცა, მე ვერ განვსჯი გადაკვეთა თუ არა მან საზღვრები. ის ასეთია. მე და ბიჭებმა ვიცინეთ იმაზე, რაც ემილიანომ საუკეთესო მეკარის ჯილდოთი გააკეთა. მარტინესი საკუთარ თავს არ ცვლის, აკეთებს იმას, რაც სურს – პენალტების სერიაში, ცეკვის დროს, აღნიშვნის დროს, […]
დი მარია: ,,მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ,,ეს დაუვიწყარია. მესიმ მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. მატჩ-რევანში იმ ფინალისთვის, რომელშიც არ მითამაშია. მადლობელი ვარ ოჯახისა და თითოეული ადამიანის, რომელიც მხარს გვიჭერდა და ასევე, ყველა იმ გიჟის, რომელიც ფინალზე დასასწრებად მოვიდა. […]
დი მარიას ბრწყინვალე შესრულება | არგენტინა დაწინაურდა | VIDEO
დი მარიას დუბლი ემირატებთან მატჩში | VIDEO
დიბალა: ,,თერთმეტმეტრიანი შუაში ემილიანო მარტინესის რჩევით დავარტყი”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევის, პაულო დიბალას თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის თერთმეტმეტრიანების სერიაში, ,,ალბისელესტეს” მეკარის, ემილიანო მარტინესის რჩევა გაითვალისწინა: ,,დიახ, მარტინესის რჩევით ბურთი ცენტრში დავარტყი. როცა მწვრთნელმა დამიძახა, მივხვდი, რომ მოედანზე სპეციალურად პენალტების სერიისთვის გავდიოდი. კუთხეში დარტყმას ვაპირებდი, მაგრამ მარტინესმა მითხრა, რომ ლორისი ერთ-ერთ მხარეს აუცილებლად გადახტებოდა. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა,” – განაცხადა დიბალამ. მსოფლიო ჩემპიონატის […]