არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, განაცხადა, რომ მზადაა, ,,ალბისელესტეს” მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელის როლში დაეხმაროს: ,,ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრები. ამ კვირაში შეხვედრა მექნება. მინდა, რომ იქ ვიყო და მზად ვარ, სამწვრთნელო შტაბს შევუერთდე. მთავარ მწვრთნელთან, ლიონელ სკალონისთან და ფედერაციის პრეზიდენტთან, კლაუდიო ტაპიასთან, ამ თემაზე უკვე ვისაუბრე. რა იქნება ჩემი როლი? რეალობა ასეთია, თუ მსოფლიო […]