არგენტინის მატჩზე მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა | VIDEO
პეკინში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, არგენტინისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგა. მატჩი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. პირველი გოლის ავტორი ლეო მესი გახდა, რომელმაც ულამაზესი გასროლით მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. 68-ე წუთზე, პეზელამ როდრიგო დე პაულის საგოლე გადაცემით ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც ჯერ ლეო მესის ჩაეხუტა შემდეგ […]
მესის ულამაზესი გოლი ავსტრალიის კარში | VIDEO
მესის კურასაოს ყველა ფეხბურთელმა მაისურის გაცვლა სთხოვა
29 მარტს, გამთენიიისას, არგენტინის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კურასაოს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა, ლეო მესიმ კი შეხვედრის პირველ ტაიმში ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა შეასრულა. თამაშის წინ, კურასაოს მოთამაშეებმა თხოვნით მიმართეს მესის, რომ მათთვის ფორმა გაეცვალათ, ვინაიდან და რადგანაც მოთხოვნა დიდი იყო, არგენტინელმა ვარსკვლავმა თავად გადაწყვიტა, თუ ვისთვის უნდა გაეცვალა ფორმა. ეს იღბლიანი ფეხბურთელი, […]
კარიერაში გატანილი მე-800 გოლი – მესის საოცრება მონუმენტალზე | VIDEO
24 მარტს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება არგენტინის მიმართ იყო მიპყრობილი. საკულტო სტადიონზე, არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი გამართა. 100.000 გულშემატკივრის წინაშე, “ალბისელესტემ” მსოფლიო თასი წარადგინა შემდეგ კი მოწინააღმდეგეს საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ლეო მესი დირიჟორობდა. ლიონელ მესიმ პანამას ჯარიმიდან გაუტანა | VIDEO “მონუმენტალზე” არგენტინასა და პანამას შორის გამართული […]
კოლო მუანი: “ამ გოლს შეეძლო ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა…”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანკფურტის “აინტრახტის” ფორვარდმა – კოლო მუანიმ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 100%-იანი საგოლე მომენტი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც ფინალში ანგარიში 3:3 იყო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კოლო მუანს ყველაფრის დასრულება შეეძლო, თუმცა მას ერთი-ერთზე დარჩენილმა ემილიანო მარტინესმა აჯობა, საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული კი არგენტინას დარჩა. “ამ […]
ემილიანო მარტინესი: “ჩემი კერპები?! მხოლოდ დედა და მამა…”
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ასტონ ვილას” მეკარე – ემილიანო მარტინესი, 2022 წლის ფიფას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. სწორედ ფიფას დაჯილდოების დროს, როდესაც იგი წლის მეკარედ დაასახელს, სცენაზე საკმაოდ ემოციური სიტყვით. “ბევრისთვის შეიძლება კონკრეტული ფეხბურთელი და გუნდი ან თუნდაც საფეხბურთო ნაკრები იყოს მისი შთაგონების წყარო და კერპი. ჩემთვის სულ სხვა რამესთან ასოცირდება ეს სიტყვა. ძალიან […]
გამოკითხვა აჩვენებს, რომ არგენტინელებს მომავალ პრეზიდენტად მესი სურთ
ახალი ამბავი არ არის, რომ მესი არგენტინაში სიგიჟემდე უყვართ. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ლეოს სიყვარული სამშობლოში გაასმაგდა. “ალბისელესტემ” მსოფლიო ჩემპიონობა 1986 წლის შემდეგ პირველად იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიმ, მარადონას მსგავსად, შეძლო ამ ტიტულის მოგება. ბევრის აზრით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი, რაც მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობამდე აკლდა. ახლა, როდესაც მესიმ საბოლოოდ შეძლო […]
“ის მესის ჰგავს, არა?” – პეპ გვარდიოლა ხულიან ალვარესზე
“ლიდსთან” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, რომლითაც “სიტიმ” პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გადაინაცვალა, პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ხულიან ალვარესზეც ისაუბრა. “ის მესის ჰგავს, არა? მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოუწია, რათა დაწინაურებულიყო იმ პოზიციაზე, რომელსაც იმსახურებს.“ გვრადიოლამ არგენტინის ჩემპიონობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ალბისელესტეს”, როგორც ნიდერლანდებთან, ისე საფრანგეთთან ბეწვის ხიდზე გავლა მოუწია. “არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი, რომ […]
მესის საჩუქარი ლეგენდარული კრიკეტის მოთამაშის ქალიშვილს
ლიონელ მესის, რომ მთელი მსოფლიო იცნობს ამაზე დავა არ ღირს. ის დიდი პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთელის გულშემატკივრებში არ სარგებლობს. მას თაყვანისმცემლები სხვა სპორტიდანაც ჰყავს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შვიდი წლის ზივა დონია. ზივა არის ინდოეთის კრიკეტის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მაჰენდრა სინგ დონის ქალიშვილია, რომელიც ლეოს დიდი გულშემატკივარია. მსოფლიო ჩემპიონმა მის პატარა ქომაგს საშობაოდ არგენტინის მაისური […]
ბრაზილიელებს სურთ, რომ მესი მარაკანას დიდების დარბაზის წევრი გახდეს
მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს, რომ ლიონელ მესის პატივი მიაგონ და ის ლეგენდარულ “მარაკანაზე” მიიწვიეს. Reuters-ის ცნობით, ბრაზილიურ მხარეს სურს, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მისი ტერფის ანაბეჭდი “მარაკანს” დიდების დარბაზში დატოვოს. საინტერესოა, რომ რიო-დე-ჟანეიროს შტატის სპორტის დეპარტამენტმა მესის მოთხოვნა 2021 წელსაც, კოპა ამერიკის თასის მოგების შემდეგ, გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დიდების დარბაზში მსოფლიო და ბრაზილიური […]
ლიონელ მესის წითელი ლენტის საინტერესო ამბავი
ლიონელ მესისა და წითელი ლენტის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოა. არგენტინელი მას იღბალისთვის ხშირად ატარებს და ამისა გარდა, თანაგუნდლებსაც უზიარებს. ბოლოს აღნიშნული ლენტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გასახდელში მესის ფეხზე შეამჩნიეს. GMS-ის ცნობით, ის ტელეჟურნალისტმა რამა პანტაროტომ ფეხბურთელს ოთხი წლის წინ, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩუქა. ჟურნალისტმა მხიარულად აღნიშნა, რომ დედამისს მესი უფრო უყვარდა, ვიდრე ის. მისივე თქმით, […]
არგენტინის საჩემპიონო მსვლელობას მსხვერპლი მოჰყვა | VIDEO
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორს, სამშობლოში დიდებული დახვედრა მოუწყვეს. არგენტინის საჩემპიონო მსვლელობას ბუენოს აირესში 4 მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. სამწუხაროდ, მსვლელობას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. გავრცელებული ინფორმაციით, 1 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო 1 ბავშვი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ფანი ავტობუსში მოხვედრის მიზნით ხიდიდან გადახტომას ცდილობს. გულშემატკივარი ავტობუსს დაეცა და […]