11 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, ბრაზილიაში, “მარაკანას” სტადიონზე კოპა ამერიკის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი – ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია ლეო მესისთვის, რომელიც შეეცდება, რომ პირველი ოფიციალური სანაკრებო ტიტული მოიპოვოს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა – ნეიმარმა, მატჩზე და ლეო მესიზე ისაუბრა: “როგორც ყველა განცხადებაში და ინტერვიუში ვიძახი, […]