ავსტრალიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა | VIDEO
ლიონელ მესის წითელი ლენტის საინტერესო ამბავი
ლიონელ მესისა და წითელი ლენტის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოა. არგენტინელი მას იღბალისთვის ხშირად ატარებს და ამისა გარდა, თანაგუნდლებსაც უზიარებს. ბოლოს აღნიშნული ლენტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გასახდელში მესის ფეხზე შეამჩნიეს. GMS-ის ცნობით, ის ტელეჟურნალისტმა რამა პანტაროტომ ფეხბურთელს ოთხი წლის წინ, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩუქა. ჟურნალისტმა მხიარულად აღნიშნა, რომ დედამისს მესი უფრო უყვარდა, ვიდრე ის. მისივე თქმით, […]
Swiss Football Data – მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია?!
გავლენიანმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გამოავლინა. დაახლოებით 3500 მატჩის შედეგის სიმულაციით, Swiss Football Data-მ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დაასახელა. კალკულაციის შედეგად, ნიდერლანდებს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი 15,2% აღმოაჩნდა. ნიდერლანდებთან ერთად, პირველ ხუთეულში ბელგია (14,6%), არგენტინა (12,4%), საფრანგეთი (9,0%) და ბრაზილია (8,7%) შევიდნენ. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ. შეგახსენებთ, 2022 […]
“ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება” – ლეო მესი
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება შედგა. ლეო მესიმ და კომპანიამ ხორვატიას 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და მუნდიალის ფინალის საგზური მოიპოვეს. გასაკვირი არაა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერვარსკვლავი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. არგენტინა 3:0 ხორვატია (მიმოხილვა) ლეო მესი: “ეს უბრალოდ გიჟური გუნდია, ჩვენ ეს შევძელით” საუკეთესო მეგობრები – მესის ჯილდო […]
არგენტინა 5:1 ნიკარაგუა: ლეო მესის სუპერ სოლო რეიდი და გოლი (ვიდეო)
არაბი კომენტატორის რეაქცია არგენტინის კარში გატანილ მეორე გოლზე | VIDEO
2022 წლის მუნდიალზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ყველასათვის მოულოდნელად, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი – არგენტინა საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა. სოციალურ ქსელებში არგენტინის კარში გატანილ მეორე გოლზე, არაბი კომენტატორის რეაქცია ვირუსულად გავრცელდა.
სრული სიგიჟე – წარმოუდგენელი კადრები ბუენოს აირესიდან | VIDEO
კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინის ტრიუმფით დასრულდა. ლეო მესიმ და კომპანიამ დრამატულ მატჩში გამარჯვება თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგად შეძლეს. არგენტინასა და საფრანგეთს შორის გამართული სუპერფინალის ძირითადი დრო, ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით ტაიმებში ლეო მესიმ და კილიან მბაპემ 1-1 გოლი გაიტანეს და ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო ანგარიშის (3:3) შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. არგენტინელებს მხსნელად კვლავ ემილიანო […]
მესიმ კოპა ამერიკას მოგება ოჯახს, არგენტინასა და მარადონას მიუძღვნა
კოპა ამერიკის ფინალში არგენტინამ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა ბრაზილია. დრამატულ ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლეო მესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების რიგებში პირველ მნიშვნელოვან ტიტულს დაეუფლა. მესის სანაკრებო მონაგარში მოპოვებულ ოლიმპიურ ოქროს მედალს, გულშემატკივარი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ფანები უფრო მეტად მნიშვნელოვან ტურნირზე გამარჯვებას ითხოვდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ემოციური მიმართვა გაავრცელა – მესიმ გამარჯვება […]
მუნდიალი 2022 | მე-18 სათამაშო დღე
ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაში შედის. 6 დეკემბერს უკანასკნელი 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა და მუნდიალის 1/4-ფინალში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. 1/4-ფინალში საკმაოდ საინტერესო წყვილებმა მოიყარა თავი […]
ბრაზილიელებს სურთ, რომ მესი მარაკანას დიდების დარბაზის წევრი გახდეს
მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ბრაზილიელებმა გადაწყვიტეს, რომ ლიონელ მესის პატივი მიაგონ და ის ლეგენდარულ “მარაკანაზე” მიიწვიეს. Reuters-ის ცნობით, ბრაზილიურ მხარეს სურს, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მისი ტერფის ანაბეჭდი “მარაკანს” დიდების დარბაზში დატოვოს. საინტერესოა, რომ რიო-დე-ჟანეიროს შტატის სპორტის დეპარტამენტმა მესის მოთხოვნა 2021 წელსაც, კოპა ამერიკის თასის მოგების შემდეგ, გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დიდების დარბაზში მსოფლიო და ბრაზილიური […]
მესიმ გალტიეს ნაადრევად გათავისუფლება სთხოვა
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, “პსჟ”-სა და არგენტინის ნაკრების შემტევმა – ლეო მესიმ, ფრანგული გრანდის მთავარ მწრვთნელს – კრისტოფ გალტიეს კლუბის ნაადრევად დატოვება სთხოვა. 35 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა “პსჟ”-ს მთავარ მწვრთნელ – კრისტოფ გალტიეს კლუბის ნაადრევად დატოვება სთხოვა, რადგან 7 ნოემბერს არგენტინის ნაკრების შეკრება იწყება და ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სწორედ ნაკრებში თამაშია. როგორც ცნობილი […]
ლუკა მოდრიჩი: “მადლობა არგენტინელ გულშემატკივარს დაფასებისთვის…”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის დიდებული გამოვიდა. C ჯგუფის გახსნითი ტურის შეხვედრაში ფავორიტად აღიარებული არგენტინის ნაკრების საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწიეს. ასევე დიდებული მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშესა და ვიცე-ჩემპიონს – ლუკა მოდრიჩს. 37 წლის კაპიტანმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ კლუბთან […]