არიგო საკი: “საწყის წუთებში სპალეტის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო”
“მილანისა” და იტალიისა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ გუშინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას, 77 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ “მილანსაც” და “ნაპოლისაც” შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. “საწყის წუთებში სპალეტის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. რომ არა მენიო, გოლის გატანას აუცილებლად შეძლებდნენ. “მილანმა” ზეწოლის გამკლავება და მატჩის მათ სასიკეთოდ წარმართვა შეძლო. მეორე ტაიმში […]
საკი: ,,მილანი უკვე გუნდი აღარ არის”
,,მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, ,,დერბი დელა მადონინაში” მარცხის შემდეგ, ,,როსონერი” მკაცრად გააკრიტიკა: ,,მილანი უკვე გუნდი აღარ არის. ეს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში იყო შესამჩნევი. თითქოს, ,,ინტერი” სპარინგ-პარტნიორთან თამაშობდა. ,,მილანის” ფეხბურთელები ყოველთვის მეტოქის უკან დარბოდნენ და გამუდმებით იგვიანებდნენ. ხუთ მცველზე გადაწყობამ დაბნეულობა შექმნა და ბოლო წლების ნამუშევარი წყალში ჩაყარა. რამდენი დარტყმა ჰქონდა გუნდს კარისკენ პირველ […]
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა რევოლუციონერმა, არიგო საკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, სერია A-ს მე-17 ტურში მილანის “ინტერსა” და “ნაპოლის” შორის გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. “მე ვიტყოდი, რომ ლიგა ახლა გაიხსნა. “ნაპოლის” ზოგიერთი ფეხბურთელი საკუთარ თავს არ ჰგავდა – ისინი, ვინც აქამდე გვინახავს, რომ ბევრად […]
კაპელომ და საკიმ მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდები დაასახელეს
იტალიელმა სპეციალისტებმა, ფაბიო კაპელომ და არიგო საკიმ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეულები შეადგინეს. ორივე მწვრთნელის რჩეულთა შორის 6 ფეხბურთელი – კურტუა, არნოლდი, ვან დაიკი, დე ბრუინე, მბაპე და ბენზემა მოხვდნენ. ფაბიო კაპელოს გუნდი, რომელშიც სპეციალისტმა მესი არ შეიყვანა, ასე გამოიყურება: სქემა 4-3-3: კურტუა, არნოლდი, მარკინიოსი, ვან დაიკი, დევისი, კაზემირო, მოდრიჩი, დე ბრუინე, მბაპე, ბენზემა. არიგო […]
France Football-მა ყველა დროის 50 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
France Football-მა ყველა დროის საუკეთესო 50 მწვრთნელი დაასახელა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი განხილვა გამოიწვია. გულშემატკივრები განსაკუთრებით ხშირად მიუთითებენ, რომ იურგენ კლოპს არსენ ვენგერზე უკეთესი პოზიცია არ უნდა ჰქონდეს დაკავებული, თუმცა გულშემატკივრების მეორე ნაწილსა და France Football-ის ანალიტიკოსებს სხვა შეხედულება აქვს. რეიტინგის შედგენისას, France Football-მა ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა მოგებული ტიტულების რაოდენობა, გავლენიანობა, პიროვნული თვისებები […]