“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ევროპის კონფერენს ლიგის მერვედფინალში ნიდერლანდურ არნემის “ვიტესთან” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რითაც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში (2:1) იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი ასევე “ლაციოსთან” გასამართ რომაულ დერბის შეეხო და მეტოქისა და მისი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის შესახებ იხუმრა კიდეც. “ცხადია, არ ვარ ბედნიერი იმით, რომ დღეს […]
ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩელსიში 16 წელი გაატარა და მხოლოდ ორჯერ ითამაშა?
ლონდონის “ჩელსიმ” თავისი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, ლუის ბეკერი საბოლოოდ გუნდიდან გაუშვა. ეს სახელი და გვარი ფეხბურთის გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 26 წლის ფეხბურთელი 10 წლის ასაკიდან “ლურჯების” აკადემიაში ირიცხებოდა და კლუბში 16 წელიწადი ისე გაატარა, რომ მთავარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი არაერთხელ, არაერთ კლუბში […]
ვაკო ყაზაიშვილის მეათე გოლი ულსან ჰიუნდაის მაისურით (ვიდეო)
ვაკო ყაზაიშვილის აქტიურობას ჰიუნდაის გოლი მოჰყვა (ვიდეო)
ოფიციალურად: მარტინ ოდეგორი არსენალის ფეხბურთელია
მარტინ ოდეგორის დამატება ლონდონის “არსენალმა” ოფიციალურად დაადასტურა. ნორვეგიელი ნახევარმცველი, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. “მეთოფეები” ტრანსფერის ფინანსურ დეტალებს თავად არ ასაჯაროვებენ, მაგრამ როგორც ბრიტანული მედიიდან ხდება ცნობილი, ინგლისელებს მადრიდის “რეალიდან” ფეხბურთელის დამატება 35 მილიონი ევრო დაუჯდათ. Martin Odegaard 🤝 London Colney Back home 🏡 pic.twitter.com/6GpX9hOSBo — Arsenal (@Arsenal) August 20, 2021 “ბევრი რამ, […]
გურამ კაშია: “ერედივიზიონში დაბრუნება მინდა, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება”
ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ერედივიზიონში სავარაუდო დაბრუნების შესახებაც ისაუბრა. “გულწრფელად რომ გითხრათ, იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, მაგრამ ეს ძალიან რთულია ნიდერლანდებში არსებული რეგულაციების გამო. იმის გამო, რომ მე არ მაქვს ევროპული პასპორტი, კლუბებისთვის ძალიან რთულია ჩემთან კონტრაქტის გაფორმება. ასე […]
28 წლის ასაკში, გიორგი ჭანტურია კარიერის დასრულებას აპირებს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 28 წლის ქართველ შემტევს პროფესიონალური ფეხბურთი ბოლოს 2019 წელს, “ურალში” ითამაშა, თუმცა ეკატერინბურგულ კლუბში გატარებულ სამწლიან პერიოდში, მას ტრავმები აწუხებდა და სტაბილური ფორმის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. 2020 წლის ზამთარში, “საბურთალოში” გია ცეცაძის დანიშვნის შემდეგ, ჭანტურია თბილისურ კლუბს შეკრებაზე შუერთდა, თუმცა გუნდი ეროვნული ლიგის […]
ოფიციალურად: გურამ კაშია ლოკომოტივის ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელია. 33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც 2020 წლის ზამთრის შემდეგ უკლუბოდ იყო და “რკინიგზელების” შემადგენლობაში ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა, თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი თბილისელთა შემადგენლობაში 4-ნომრიან მაისურს მოირგებს. “ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ […]
ოფიციალურად: მარტინ ოდეგორი არსენალში ითამაშებს
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი, კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. ესპანური და ბრიტანული მედიის მიერ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები “მეთოფეების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. საიჯარო ხელშეკრულება “არსენალსა” და “რეალს” შორის 2021 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ცნობილია ისიც, რომ “სამეფო კლუბი” ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი ხელშეკრულებაში […]
მერაბ ჟორდანია: “ბენიო მანდარინის და თხილის საკრეფად წავიყვანოთ”
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, თბილისის “დინამოს” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ქართული ფეხბურთის აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრა. “დინამო თბილისის” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფარერულ “კლაკსვიკთან” გამანადგურებელი მარცხის (1:6) შესახებ საუბრისას მერაბ ჟორდანიამ განსაკუთრებით მწვავედ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ცენტრალური მცველი საიმონ ბენიო გააკრიტიკა. არ მინდა რასისტული გამოსვლა დამაბრალონ, მაგრამ “დინამოს” ფერადკანიანი […]
ქართველების გუნდი შესაძლოა რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
ყაზანის რუბინის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გამოცდილი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი დაინიშნოს. იმ გუნდიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი ირიცხებიან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დამწყები მწვრთნელი რომან შარონოვი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მოსკოვის “ცსკა-ს”, “როსტოვის”, “ჰალის” და რუსეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ის ერთი თვის წინ “ვიტესიდან” დაითხოვეს და თავისუფალია. Championat.com სლუცკის “რუბინის” ჩაბარების […]