“ამ მარცხის შემდეგ უფრო მჯერა, რომ ტიტულს მოვიგებთ” – მიკელ არტეტა
“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ “მანჩესტერ სიტისთან” (1:3) მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა. “ეს დიდი ბრძოლა იყო, რომელშიც ჩვენ ვგრძნობდით, რომ “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეგვეძლო. მაგრამ, სამი გოლი გავუშვით და თამაში დასრულდა. ამ დონეზე შეცდომების დაშვებას ცუდი შედეგი მოჰყვება. ამავდროულად, ჩვენმა გუნდმა თამასა ძალიან მაღლა ასწია. ამ მარცხის შემდეგ უფრო მჯერა, რომ ტიტულს მოვიგებთ. ბევრი შანსი […]
“ანტირეკორდი” არსენალისა და ნიუკასლის მატჩში!
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში, “არსენალისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირება შედგა. ლონდონში, “Emirates”-ზე გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩს საკმაოდ საინტერესო აფიშა უძღოდა წინ, რის გამოც გულშემატკივარს უხვგოლიანი და სანახაობრივი დაპირისპირების ხილვის იმედი ჰქონდა, თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდებმა ფანებს იმედები გაუცრუეს. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “მეთოფეებისა” და მესამეადგილოსანი “ნიუკასლის” დაპირისპირებაში, შეიძლება ითქვას, […]
“არაფერი პირადული.. ლონდონი წითელია” – გაბრიელ მაგალიაესი
გუშინ პრემიერ ლიგაში ლონდონური დერბი გაიმართა. ერთმანეთს “ჩელსი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. “მეთოფეთა” გამარჯვებაში დიდი წვილილი შეიტანა გაბრიელ მაგალიაესმა, რომელმაც ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გაიტანა. ლონდონური დერბის წინ, BT Sport-თან საუბრისას ობამეიანგმა ასეთი, რამ განაცხადა: ” არაფერი პირადული. მე დავბრუდნი. მე ლურჯი ვარ. მე მზად ვარ.” მოგებული შეხვედრის შემდეგ, “არსენალის” […]
“არსენალთან ერთად ყველაფრის მოგება მსურს” – უილიამ სალიბა
ლონდონის “არსენალი” პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება და 2004 წლის შემდეგ მშვენიერი შანსი აქვს, რომ ინგლისის ჩემპიონი გახდეს. მიკელ არტეტას გუნდი ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც უკვე 1/8 ფინალშია და მისი მოწინააღმდეგე “სპორტინგი” იქნება. გუნდში საკმაოდ კარგი ატმოსფეროა და გულშემატკივარს სჯერა, რომ “მეთოფეებისთვის” ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. იგივე აზრს იზიარებენ თავად მოთამაშეებიც. “არსენალსთან” ერთად ყველა […]
“არსენალმა” ანგარიში გახსნა (ვიდეო)
“არსენალს პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება 2022 წლისთვის შეეძლება”,- აცხადებს ვილიანი
32 წლის ბრაზილიელი შემტევი “არსენალს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თანაქალაქელი “ჩელსიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ვილიანი მიიჩნევს, რომ მიკელ არტეტას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდეს მსოფლიოში და მასთან ერთად გუნდს პრემიერ ლიგის მოგების მშვენიერი შანსი ექნება. “არსენალის” ვინგერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგის მოგებას უახლოეს ორ სეზონში შეძლებს. 16 წელი გავიდა, რაც ბოლოს “მეთოფეებმა” […]
“ასე ხდება, როცა გუნდში ამპარტავანი მწვრთნელი მოგყავს” – პირს მორგანი
გუშინ პრემიერ ლიგაში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. მიკელ არტეტას გუნდმა “წითელი ეშმაკები” 3:2 დაამარცხა. “მეთოფეებმა” შეხვედრა ნკეტიას 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. აღნიშნული გამარჯვებით ლონდონელებმა “მანჩესტერ სიტისთან” ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. აღნიშნულ შეხვედრას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და გამონაკლისი არც პირს მორგანი ყოფილა, რომელმაც “იუნაიტედის” მიმართ […]
“ბატეს” მხოლოდ ორჯერ აქვს ინგლისური კლუბისთვის მოგებული – ეს ფეხბურთელი კი ორივე მატჩში დამარცხებულ გუნდში ასპარეზობდა
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ბელარუსში სენსაციური მარცხი განიცადა ლონდონის “არსენალმა”. მეთოფეები ბორისოვოს “ბატესთან” დრაგუნის გოლის წყალობით 1:0 დამარცხდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ბელარუსებს ინგლისურის გუნდების წინააღმდეგ ისტორიაში მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული, გუშინდელი მატჩი უკვე ვახსენეთ, პირველი შემთხვევა კი 2009 წლის 17 დეკემბერს, ლივერპულში “გუდისონ პარკზე” დაფიქსირდა, სადაც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ადგილობრივი “ევერტონი” “ბატემ” ასევე […]
“გულის შეტევა დამემართება” – რა უთხრა არტეტამ მაიტლენდ-ნაილსს გასახდელში?
არასრულ ერთ თვეში ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებმა “ლივერპულისა” და “არსენალის” დაპირისპირება სამჯერ ვიხილეთ, აქედან ორჯერ კი საქმე 11-მეტრიანი დარტყმების სერიამდე მივიდა, ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ლონდონური კლუბი გამოვიდა. ამ დაპირისპირებებში ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი ეინსლი მაიტლენდ-ნაილსის მიერ პენალტის გამორჩეულად შესრულების მანერაა. დარტყმის უცნაურ სტილში შესრულების გამო, შეშფოთებულია “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაც, რომელმაც გაამხილა თუ რა უთხრა პენალტის […]
“დარწმუნებული ვარ არსენალში ნასიამოვნები არიან” – გნაბრიმ ტოტენჰემი დატროლა
“ტოტენჰემის” კარში შესრულებული პოკერის და დამაჯერებელი გამარჯვების – 7:2 შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა სერჟ გნაბრიმ კომენტარი გააკეთა და ყოფილ კლუბ ლონდონის “არსენალსაც” ასიამოვნა. “ძნელია ამ გამარჯვების სიტყვებით გადმოცემა. ასეთ შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა. პოკერის შესრულება გიჟური გრძნობაა. დარწმუნებული ვარ, რომ “არსენალის” გულშემატკივრები ნასიამოვნები არიან. ეს შესანიშნავი შედეგია, ქომაგებს შეგიძლიათ ამ გამარჯვებით ისიამოვნოთ”,-თქვა გერმანიის ნაკრების 24 წლის […]
“ვფიქრობ, არსენალმა ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშა” – ჯეკ გრილიში
გუშინ “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალთან” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რაშიც ჯეკ გრილიშმა დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელმა გულწრფელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “არსენალმა” მათზე უკეთესად ითამაშა. “გულწრფელად, რომ გითხრათ ვფიქრობ, კარგად არ გვითამაშია. “არსენალმა” ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშა. მათ რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ. თუ ტიტულების მოგება გინდა, მაშინაც კი, როცა საუკეთესო ფორმაში არ ხარ […]
“თუ ბარსელონა დამირეკავს, მე იქ დავბრუნდები” – პეპ გვარდიოლა
პრესკონფერენციაზე საუბრისას პეპ გვარდიოლამ მისი და მიკელ არტეტას მდგომარეობა შეადარა. ესპანელის თქმით, ყოფილი თანაშემწის მდგომარეობა მისას ძალიან ჰგავს. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ თუ “ბარსელონა” მას დაბრუნებას შესთავაზებდა ამაზე თანახმა იქნებოდა და სწორედ იგივეს გააკეთებდა არტეტაც “სიტის” შემთხვევაში. “მახსოვს, როცა გოლებს გავიტანდით, არტეტა ბევრს ხტუნავდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა “არსენალს” ვეთამაშობდით. სადაც არ უნდა ვიყო თუ “ბარსელონა” […]