საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, საკვალიფიკაციო შეხვედრებში უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, არტიომ პუსტოვოიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველო აუცილებლად უნდა დაამარცხოს. […]