მადრიდის “რეალს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – “სამეფო კლუბს” კვლავ ზინედინ ზიდანი ჩაუდგა სათავეში. ფრანგი მწვრთნელის მადრიდის “რეალში” დაბრუნება ძალიან კარგია ზოგიერთი ფეხბურთელისთვის, მაგალითად სერხიო რამოსისა და ისკოსთვის, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ზიდანის წინამორბედმა, სანტიაგო სოლარიმ, კლუბში გარკვეული ექსპერიმენტები ჩაატარა: მან ახალგაზრდა და გამოუცდელ ფეხბურთელებს თამაშისა და უმნიშვნელოვანეს მატჩში თავის გამოჩენის […]