ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” მეტოქე ცნობილია. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტიტულოვანი ქართული კლუბი ყაზახურ “ასტანას” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 11/12 ივლისს ყაზახეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 18/19 ივლისს თბილისში შედგება. აღსანიშნავია, რომ ევროსარბიელზე “ასტანა” ქართულ კლუბს პირველად უპირისპირდება. 2015 წლის 26 აგვისტოს, “აპოელის” ბარიერის გადალახვის შემდეგ, “ასტანა” გახდა პირველი […]
ასტანას ნახევარმცველი: “დინამოს საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და რთულ მატჩს ველი”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო თბილისი” “ასტანას” უმასპინძლებს. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ყაზახური კლუბის მარცხენა გარემარბმა, ელხან ასტანოვმა კომენტარი გააკეთა. “პირველ მატჩში მცირე დრო ვითამაშე, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, საპასუხო მატჩში მეტი დრო მომეცემა, თუმცა ყველაფერი მატჩის წინ გამოჩნდება. გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს, ჩემთვის კი მარცხენა ფლანგზე თამაში როგორც […]
ასტანა 2:1 მანჩესტერი (მიმოხილვა)
ყაზახეთის ნაკრების ვეტერანი: “დინამო არასტაბილურად თამაშობს და ასტანას მათი დამარცხება შეუძლია”
ყაზახეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც “დინამო თბილისი” და “ასტანა” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, კომენტარი გააკეთა და ქართველი მეტოქის შესახებ ისაუბრა. “მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა საშინაო მატჩი “ასტანა არენაზე” უნდა მოიგოს. “დინამოს” ბოლო თამაშებს ვუყურე, არასტაბილურად თამაშობენ. საქართველოს სუპერთასის მოგება მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლეს, ეროვნულ ჩემპიონატში […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ყაზახური მატჩის პირველი ტაიმი არ მომეწონა, ახლა კი საკუთარ კედლებში ვართ და უკეთ უნდა ვითამაშოთ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში “დინამო თბილისი” ყაზახურ “ასტანას” უმასპინძლებს. მატჩის წინ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ასტანას” ჰყავს ახალწვეულები, თუმცა ვფიქრობ, რომ სათამაშო სურათი ახალწვეულების მიუხედავად არ შეიცვლება და ისეთივე თამაშის სტილს უნდა ველოდოთ, როგორც ყაზახეთში. პირველ მატჩში გიორგი მოისწრაფიშვილი სათამაშოდ მზად არ […]
კომპენსაცია ვაისის სანაცვლოდ? სერიოზული ინტერესი ყაზახების მხრიდან
ვლადიმირ ვაისმა შესაძლოა ყაზახეთში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა Prosports.kz ავრცელებს და წერს, რომ ქვეყნის ყველაზე ცნობილი კლუბი “ასტანა” სლოვაკ სპეციალისტთან მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. “ნურ სულთანში მდებარე კლუბი ვლადიმირ ვაისის მოწვევას გეგმავს. თავად სლოვაკს ყაზახეთში დასაქმების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მას აქ აქამდეც უმუშავია. “კაირატთან” ერთად ვაისმა ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ამდენივე ვერცხლის მედალი […]
თემურ ჩოგაძე: “ასტანა – დინამოს წყვილში ფავორიტს ვერ დავასახელებ – საინტერესო დუელი გველის”
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” ყაზახეთის ჩემპიონატის ოქროსმედალოსანს, “ასტანას” უნდა დაუპირისპირდეს, ყაზახურმა მედიამ ქართველ ლეგიონერთან, ყარაღანდის “შახტიორის” შემტევ ნახევარმცველთან, თემურ ჩოგაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. “ძალიან საინტერესო მატჩი გველის. ვფიქრობ, რომ ამ წყვილში ორივე გუნდის შანსები თანაბარია. გახდება თუ არა ხელოვნური მოედანი “ასტანა არენაზე” გადამწყვეტი ფაქტორი? […]
ასტანასთან საპასუხო მატჩში დინამო თბილისის შემადგენლობა ცნობილია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “დინამო თბილისი” ყაზახეთის “ასტანას” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: სასტარტო თერთმეტეული: ლორია – ტაბიძე, მარგველაშვილი, კალანდაძე, მალი, ოსეი, მექვაბიშვილი, ულად ომარი, ხარაიშვილი, კამარა, სხირტლაძე (c). სათადარიგო შემადგენლობა: კერესელიძე, კუტალაძე, ხვადაგიანი, კობოური, ლაკვეხელიანი, მაისურაძე, მოისწრაფიშვილი, ოსიყმაშვილი, სიგუა, ოდიშარია, იობაშვილი, […]
დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე ცნობილია
დღეს, თბილისის დროით 15 საათზე, UEFA-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ტირანასთან” მარცხის (0:2) შემდეგ “დინამო თბილისმა” ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ჩემპიონები “დრიტას” (კოსოვო) არ შეხვდებიან, მათი მეტოქე ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი იქნება: ასტანა (ყაზახეთი) ფოლა ეში (ლუქსემბურგი) ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო) კონაჰი (უელსი) არარატ-არმენია (სომხეთი) სილეკსი (მაკედონია)
ლუკა გადრანი: “ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება დინამოსა და ასტანას მატჩის ბედი გადაწყვიტოს”
2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით “დინამო თბილისის” მიერ “ასტანასთან” გასამართი შეხვედრის წინ, ქართველმა მცველმა, ლუკა გადრანმა, რომელიც ყაზახური “აქტობეს” წევრია, მოახლოებული დუელის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. “ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი მაღალი დონისაა. პირველი თამაში “დინამოსთვის” რთული იქნება, რადგან ისინი ხელოვნურ მოედანზე ითამაშებენ. “ასტანას” ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, “დინამო” კი ნიჭიერი ახალგაზრდებით […]
ასტანას მწვრთნელი: “რამდენჯერმე გაგვიმართლა, მაგრამ მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისთან” ორი მატჩის ჯამში – 3:2 (1:1, 2:1) გამარჯვების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ, “ასტანას” მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა შეხვედრა შეაფასა. “პირველ 20 წუთამდე პოზიციური თამაში მიდიოდა, შემდეგ “დინამოელთა” აქტიურობამ ჩვენზე გავლენა მოახდინა. მეორე ტაიმის სტარტზე შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანეთ რამაც გაამართლა და ამავე დროს გაგვიმართლა, რომ საწყის წუთებში 2 […]
ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ასტანაში გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას “ასტანაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Live.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ლობჯანიძე ბოლოს ყაზახურ “ქაისარში” თამაშობდა, სადაც 28 წლის თავდამსხმელმა 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება “ასტანას”, გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. “ასტანამ” გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ზაფხულში ყაზახეთს ევროტურნირებზე წარმოადგენს.