დღეს, სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ატალანტას” უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 28-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 25 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 65 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,ატალანტა” […]