იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში ,,ატალანტა” ,,სასუოლოს” ეწვია, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, პირველადგილოსანი ,,ინტერი” მეორე ადგილზე მყოფ ბერგამოელებს 13 ქულით უსწრებს, შედეგად ანტონიო კონტეს გუნდმა დღეს იტალიის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა და ,,იუვენტუსის” 9-წლიანი დომინაცია დაასრულა. ,,ნერაძური” სერია ა-ს გამარჯვებული მეცხრამეტედ გახდა. აღსანიშნავია, რომ მილანელებმა ბოლო ჩემპიონობა 2010 წელს იზეიმეს. […]