11 იანვარს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოში, 2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი – დოჰას მასტერსი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 15 სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი ასპარეზობდა, საიდანაც მედლით თავი მხოლოდ -66 კგ წონით კატეგორიაში გამოვიჩინეთ. ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 12 იანვარს კი ყატარის მასტერსზე 3 ქართველი სპორტსმენი წარსდგება: -73 […]