NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-6 მატჩში ,,მილუოკი ბაქსმა” ,,ატლანტა ჰოუქსი” სტუმრად 118-107 დაამარცხა და სუპერფინალში გავიდა. ბუდენჰოლცერის გუნდმა მეტოქეს სერია 4:2 მოუგო. ,,მილუოკიმ” კვლავ მთავარი ლიდერის, იანის ანტეტოკუმპოს გარეშე ითამაშა. ,,ბაქსის” შემადგენლობაში 32 ქულით, 7 ასისტით, 4 მოხსნითა და 3 ჩაჭრით კრის მიდლტონი გამოირჩა. 27 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი, 4 ჩაჭრა და 2 […]