ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში “გოლდენ სტეიტი” “ატლანტას” დაუპირისპირდა. სან ფრანცისკოში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 127:113 დასრულდა. “უორიორსის” გამარჯვებაში ლომის წვლილი სტეფ კარიმ დაიდო – “ოკლენდელთა” ლიდერმა ისტორია დაწერა და “ატლანტას” წინააღმდეგ ბრწყინვალე პერფორმანსი დადგა. პარკეტზე გატარებულ 35:02 წუთში, კარიმ 50 ქულის ჩაგდება შეძლო, რომელსაც 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დაუმატა. […]