ჰამბურგის ტურნირი 13-დან ერთ-ერთია, რომელიც საჩოგბურთო სამყაროში 500-ქულიან ასპარეზადაა შეფასებული. ამასთან, 2019 წლიდან ჰამბურგის ტურნირს ევროპის ღია პირველობის წოდებაც შეემატა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, საკმაოდ წარუმატებელი 2019 წლის სეზონის შემდეგ, ნიკასგან ტიტულის დაცვა ნაკლებად წარმოსადგენი იყო, თუმცა მან ჰამბურგის ტურნირზე პირველობის მოპოვება ღირსეულად, შესანიშნავად, ბრწყინვალედ შეძლო (და კიდევ უამრავი […]