გრძელდება ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი, რომლის მოქმედი ჩემპიონის რანგში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს, შესაბამისად მას საკმაოდ დიდი ძალისხმევა მართებს, რომ გასულ წელს მოპოვებული 500-ქულა დაიცვას და საჩემპიონო თასი მეორედ აღმართოს. ნიკა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციაზეა, მისი პირველი რაუნდის მეტოქე ბოლივიელი უგო დელიენი გახლდათ, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ დამაჯერებლად, ორ სეტში დაამარცხა. […]