მიუნხენში ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსისთვის ემზადება. ქართველი ჩოგბურთელი უკვე ესპანეთის დედაქალაქშია, მისი მეტოქე კი ხვალ, პირველ წრეში, ბენუა პერი (35) იქნება. აღსანიშნავია, რომ 31 წლის ფრანგი საშინელ ფორმაშია – მას ზედიზედ 7 მარცხი აქვს, საერთო ჯამში კი, ბოლო 27 თამაშიდან 24 დათმო და მხოლოდ 3 მოიგო. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ნიკა პერს 4-ჯერ დაუპირისპირდა, […]