მედვედევის ფანტასტიკა დასრულებულია!
მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი დანილ მედვედევი პარიზის მასტერსს მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე აღნიშნულ ტურნირზე 3 გამარჯვებით (2 საკვალიფიკაციო, 1 პირველი რაუნდი) მოასპარეზე ადგილობრივი ჟერემი შარდი გახლდათ. დანილ მედვედევს აქამდე ზედიზედ 6 ფინალი ჰქონდა ნათამაშები, თუმცა როგორც ჩანს მისი ორგანიზმი ზედმეტად გადაიტვირთა და წარმატებული სვლა პარიზში შეჩერდა, რადგან შარდიმ რუსი ჩოგბურთელი 3-სეტიან დრამატულ ბრძოლაში […]
პარიზის მასტერსის მეხუთე დღის მიმოხილვა
დასრულდა პარიზის მასტერსის 1/4-ფინალური შეხვედრები, გთავაზობთ თითოეული მატჩის მიმოხილვას: ზვერევი Vs. ხაჩანოვი პარიზის მასტერსის 1/4-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს კარენ ხაჩანოვი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ფავორითად, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი მიიჩნეოდა. თამაში საათსა და 8 წუთში მოულოდნელი შედეგით დასრულდა – 6:1, 6:2 კარენ ხაჩანოვის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ზვერევმა მხოლოდ […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი კევინ ანდერსონთან დამარცხდა
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონის წინააღმდეგ დამარცხდა. ნიკოლოზისა და კევინის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ დრამატული მატჩის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკელი გახლდათ. შეხვედრის საბოლოო შედეგი ასეთია – 6:3, 6:7(3), 7:6(3). შეგახსენებთ, 2018 წელს ეს გახლდათ უკანასკნელი ტურნირი ქართველი ჩოგბურთელისთვის.
პარიზის მასტერსის პირველი დღის შეჯამება
ახალი კვირიდან პარიზში წლის უკანასკნელი მასტერსი დაიწყო. პირველ რიგში აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლისთვისაც 2018 წელს პარიზი ბოლო ტურნირი იქნება. ბასილაშვილი Vs მილმანი სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრა გახლდათ პირველი, იგი ჯონ მილმანს დაუპირისპირდა. პირველი სეტის გამარჯვების შემდეგ მისი მეტოქე ტრავმის გამო დანებდა, რაც ავტომატურად ბასილაშვილის გამარჯვების მაუწყებელი გახლდათ. […]