ენდი მარი პეკინის 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, სწორედ იქ სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად იბრძვის. ბრიტანელი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ ეტაპზე მსოფლიოს მე-13 ნომერი მატეო ბერეტინი გახლდათ, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში გაუმკლავდა. ექსპერტების აზრით მარისა და ბერეტინის შეხვედრაში ფავორიტად იტალიელი იყო მიჩნეული, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა. რაც შეეხება მეორე რაუნდს, ყოფილი პირველი ნომრის ოპონენტი კამერუნ ნორი გახლდათ. […]