მსოფლიო რეიტინგის მე-20 საფეხურზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე უნგრელ ჩოგბურთელ, მსოფლიო რეიტინგის 38-ე ნომერ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდება. ფუქსოვიჩი საკმაოდ კარგ ფორმაშია, ვინაიდან გასულ კვირაში სოფიას ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც დანილ მედვედევის წინააღმდეგ დამარცხდა. როტერდამის ტურნირზე მარტონმა პირველ რაუნდში მარტინ კლიჟანი დაამარცხა, რომელიც რეიტინგში მას მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩება. შეხვედრა 13 თებერვალს, თბილისის […]