საქართველოს #1 და მსოფლიოს 37-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ATP სოფიას 1/16-ფინალიდან გამოვარდა. 1/16-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს ვეტერანი ესპანელი – ფერნანდო ვერდასკო ჰყავდა, რომელთანაც 2 სეტში (7:6; 7:5) დამარცხდა და სოფიას შეჯიბრზე ასპარეზობა დაასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეცხრე მატჩი დათმო ისე, რომ მას სეტიც კი არ მოუგია.