დე ლაურენტისი: “კვარა და ოსმიენის გაშვება?! არასოდეს თქვა არასოდეს…”
“ნაპოლის” 73 წლის მფლობელმა – აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა. „კვარა და ოსიმენი? არ იქნება რთული ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება, ჩვენ კარგად ვართ მათთან და თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობთ ბიჭებთან, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამონათქვამი “არასოდეს თქვა არასოდეს” – გიჟური წინადადებების შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენთან დიდხანს დარჩებიან“.
დე ლაურენტისი: “ოსიმენი ნაპოლიში რჩება”
უახლესი ინფორმაციით, “ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდი და სერია A-ს ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო წყარო, იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში, რომანოს “ნაპოლის” პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს ციტატად, სადაც იგი იტყობინება, რომ ნიგერიელ ფორვარდთან შეთანხმება მიღწეულია. Napoli president de Laurentiis: “We’ve an agreement in […]
პირველად ისტორიაში “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდმა მეტოქე ორივე შეხვედრაში აშკარად დაჯაბნა და ეს გამარჯვებები ლოგიკური იყო. ნეაპოლელებმა “აინტრახტი”, ორი შეხვედრის ჯამში, 5:0 დაამარცხეს. გამარჯვებას მოკლე კომენტარით გუნდის პრეზიდენტიც გამოეხმაურა: “პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “ნაპოლის” თავგადასავალი გრძელდება. ყველას ყოჩაღ!” – განაცხადა დე ლაურენტისმა. “ნაპოლის” მომავალი მოწინაღმდეგე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 1/4 […]
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა. როგორც Corriere dello Sport-ის უახლოეს გამოცემაშია ნათქვამი, აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ცალმხრივი შესაძლებლობა, რომელიც შეთავაზების ელექტრონული ფოსტით გაგზავნას გულისხმობს, ახლა კი ყველაფერი თავად 64 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ამჟამად, […]
ვინ შეცვლის სპალეტის? – დე ლაურენტისი ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა
იტალიური მედიის ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან დაკავშირებას და მისთვის ლუჩიანო სპალეტის შემცვლელობის შეთავაზებას აპირებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ხელმძღვანელობა კი მისი შემცვლელის მოძიებაზე მუშაობს. გავრცელდა სხვადასხვა პოტენციური კანდიდატის ვინაობა, ახლა კი ირკვევა, რომ […]
მას შემდეგ, რაც 33-წლიანი პაუზა დასრულდა და “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოგება “უდინეზესთან” სტუმრად ნათამაშები ფრის მეშვეობით (1:1) გააოფიციალურა, იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლუჩიანო სპალეტი დატოვებს. როგორც ირკვევა, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება აურელიო დე ლაურენტისისსა და მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა იმ […]
იტალიური მედია: “დე ლაურენტისი კვარას და ოსიმენს არსად გაუშვებს”
იტალიური მედია იმის შესახებ საუბრობს, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ორი ლიდერის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის შემდეგ სეზონში შენარჩუნებაც სურს. “პრეზიდენტის განზრახვა იქნება ორი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება მომავალ სეზონშიც. ეს ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით ნიგერიელის შემთხვევაში, რომლისთვისაც ევროპის ტოპ კლუბები მზად არიან “ნაპოლის” 100 მილიონზე მეტი თანხა შესთავაზონ. დე ლაურენტისს […]
იტალიური მედია: “დე ლაურენტისი ოსიმენს შეხვდება – სუპერ შეთავაზება კლუბში დასარჩენად”
იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს და საამისოდ სუპერ შეთავაზებას ამზადებს. იმ შემთხვევაში, თუ “ნაპოლი” უახლოეს პერიოდში ოფიციალური სახის განსაკუთრებულ წინადადებას არ მიიღებს, მაშინ კლუბი აქცენტს ნიგერიელი თავდამსხმელის შენარჩუნებაზე გააკეთებს. ირკვევა, რომ შაბათ-კვირას, პრეზიდენტი უნდა შეხვდეს იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის აგენტს, რობერტო კალენდას, რათა ახალი კონტრაქტის პირობებზე ისაუბრონ და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო […]
იტალიური მედია: “ჩელსის კვარაცხელია და ლობოტკა სურს”
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” “ნაპოლის” ლიდერების, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და სლოვაკი სტანისლავ ლობოტკას დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს და წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. “ჩელსის” გაჩაღებული სატრანსფერო საქმიანობის დროს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვარაცხელიასა და ლობოტკაზე იქნება. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. კვარაცხელია ნეაპოლში რჩება, მას […]
ნაპოლიმ 2023/24 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა
10 ივლისს, იტალიის აწ უკვე მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა, “ნაპოლიმ” 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია YouTube-ის პირდაპირ ეთერში გადასცა. პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო და ახალი ფორმები თავად წარადგინა. კამპანიელთა ახალი სათამაშო მაისური საშინაო მატჩების დროს ტრადიციული ლურჯი ფერის იქნება, რომელსაც […]
ნაპოლის მფლობელი: “აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შევიძენ, თუკი…”
“ნაპოლის” მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, მისი კლუბი აფრიკელი ფეხბურთელების შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი მოთამაშეები აფრიკის თასზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ. აფრიკის თასი 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მისი კალენდარი ევროპის ტოპ ლიგების მიმდინარეობას ემთხვევა. გასულ სეზონში, აფრიკის თასი იანვარსა და თებერვალში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში, “ნაპოლის” ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, კალიდუ კულიბალი (სენეგალი) და ანდრე […]
ნაპოლის პრეზიდენტი: “იმედი მაქვს, ამ ტრანსფერით აფეთქებას მოვახდენ”
საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ “ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილია. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ყველაზე პრესტიჟულ მედია-საშუალებებთან და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ, ფაბრიციო რომასნოსთან ერთად, ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიანო დე ლაურენტისმაც დაადასტურა. მოგვიანებით, გამოცდილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა Sky Sports Italla-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც 21 წლის ქართველი ტალანტის შესახებაც ისაუბრა. “ვფიქრობ ისეთი ტრანსფერი განვახორიცელე, რომელიც გადატრიალებას გამოიწვევს. […]