პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე, ქართველი ნიჩბოსნები წარმატებით ასპარეზობენ. ზაზა ნადირაძემ, ბადრი ყაველაშვილმა და მარიამ ქერდიკაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახეს, რის შემდეგაც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 200-მეტრიან დისტანციაზე, ზაზა ნადირაძემ საუკეთესო დრო (39.66) დააფიქსირა და კვალიფიკაცია პირველ ადგილზე დაასრულა. ყაველაშვილმა 1/2-ფინალში 35,839 წამი დააფიქსირა და მეორე ადგილი დაიკავა. მარიამ ქერდიკაშვილს კი […]
ბადრი ყაველაშვილი ევროპის ჩემპიონია!
ჩეხეთში, ქალაქ რაჩიცეში კანოეს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც გამარჯვებული ქართველი სპორტსმენი ბადრი ყაველაშვილი გახდა. ბადრიმ კაიაკით 200-მეტრზე გაცურვაში უახლოეს მდევარს 0.09 წამით აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე ნიჩბოსნობაში მეორე ქართველი სპორტსმენი მარიამ ქერდიყაშვილიც მონაწილეოდა, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.