უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო თბილისი” სტუმრად ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გასამართ მატჩში, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. ქართული გუნდი “ნეფთჩის” წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვა: კვასხვაძე – ხვადაგიანი, ბენიო, პაპავა (კ) – სპორქსლედე, რადინი, ქარდავა, ხარაბაძე, კუცია – გაბედავა, მარუშიჩი. მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე. […]