ოფიციალურად: ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს
ბოლო პერიოდის განმავლობაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს. 24 წლის თავდამსხმელი ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ბაქოს “ნეფთჩიში” ითამაშებს და მეზობლებთან 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ვატო ბოლოს თურქულ “ქარაგიუმრუქში” თამაშობდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მიმდინარე წლის ივლისის თვეში ბაქოელებმა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს […]
კახა ცხადაძე: “სერიოზული მეტოქე გვყავს, მაგრამ შანსებზე საუბარი ნაადრევია”
15 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის, “დინამო თბილისის” მომავალი მეტოქეც ცნობილი გახდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი აზერბაიჯანულ ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, “დინამოელთა” მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მუშაობდა, Live.ge-სთან კომენტარი გააკეთა. […]