ქალების ელ კლასიკო კამპ ნოუზე 85 ათასი მაყურებლის წინაშე ჩატარდება
30 მარტს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება, სადაც “ბარსელონა” “რეალს” დაუპირისპირდება და ქალთა ელ კლასიკო შედგება. პირველი მატჩი კი 23 მარტს, მადრიდში ჩატარდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” ქალთა კლუბი ელ კლასიკოს კამპ ნოუზე ჩაატარებს და მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის, რადგან უკვე 85 ათასი ბილეთი გაიყიდა. საინტერესოა ასევე ის ამბავი, რომ […]
ბარსელონას ქალთა გუნდის საოცარი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ქალთა გუნდი პრიმერა დივიზიონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. “ბარსელონას” ქალთა გუნდმა მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და უკლებლივ ყველა მოიგო, ამასთან, გუნდს გატანილი/გაშვებული ბურთების საოცარი შეფარდება აქვს – 73 გატანილი გოლი და მხოლოდ 3 გაშვებული. დღეს გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” ქალთა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და “რეალი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა. კატალონიელები შეხვედრას 4:0 იგებდნენ, […]