ბასილაშვილი ცინცინატის მასტერზე დამარცხდა
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ოჟე-ალიასიმს შორის. სამწუხაროდ ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში 4:6 1:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ნიკოლოზმა პირველი სეტი კარგად დაიწყო და მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მეორე სეტში კანადელმა, ქართველი მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი, დიდი შლემის კატეგორიიდან იქნება. ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს დაიწყება […]
ბასილაშვილმა კუევასი დააბრეიკა და სეტის მოგებასთან ახლოს არის (ვიდეო)
ბასილაშვილმა 5:2 დან 5:5 გახადა (ვიდეო)
ბასილაშვილმა მოქმედ ჩემპიონს სეტი მოუგო! (ვიდეო)
დუბაიში მიმდინარე 500-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მოქმედ ჩემპიონ რობერტო ბაუტისტა-აგუტს ეთამაშება, მათ შორის ანგარიში ამჟამად 1:1-ია სეტებში. პირველი სეტი ქართველმა ტაი-ბრეიკზე დათმო, მეორე სეტში კი საკმაოდ მოტივირებული და სწორი თამაშით წონასწორობა აღადგინა ანგარიშით – 6:4.
რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის პირველ რაუნდში გამარჯვებით
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირის პირველ ეტაპზე რუსი კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ ასპარეზობდა. შეხვედრა ქართველის გამარჯვებით, ანგარიშით – 6:4, 6:1 დასრულდა. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 37 620$ გამოიმუშავა. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.
გავიხსენოთ – ბასილაშილის პირველი ტიტული ჰამბურგში (2018)
ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც მეორე რაუნდში გავიდა. მისი მეტოქე უნგრელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 38-ე ნომერი მარტონ ფუქსოვიჩი გახლდათ. ბასილაშვილს თამაშის დასაწყისიდანვე ეტყობოდა, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა უჭირდა. პირველ სეტში საწყის გეიმებში ნიკამ მოწოდება დაკარგა, თუმცა სეტის მიწურულს გადამწყვეტ მომენტში მან უკუ-ბრეიკი გააკეთა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. სწორედ პირველი სეტის ტაი-ბრეიკი აღმოჩნდა ნიკოლოზისთვის […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირს გამოეთიშა
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული, მსოფლიოს 180-ე ჩოგანი დანიელ ბრანდსი გახლდათ. პირველ სეტში საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა შედგა, რომლის ბედიც ტაი-ბრეიკის გადასაწყვეტი გახდა. ტაი-ბრეიკზეც მოთამაშეებმა საკმაოდ დაძაბული სანახაობა გამართეს, რომელშიც ანგარიშით – 9:7 გერმანელმა იმარჯვა. მეორე სეტში ნიკოლოზი […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი კევინ ანდერსონთან დამარცხდა
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონის წინააღმდეგ დამარცხდა. ნიკოლოზისა და კევინის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ დრამატული მატჩის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკელი გახლდათ. შეხვედრის საბოლოო შედეგი ასეთია – 6:3, 6:7(3), 7:6(3). შეგახსენებთ, 2018 წელს ეს გახლდათ უკანასკნელი ტურნირი ქართველი ჩოგბურთელისთვის.
ბასილაშვილმა პირადი რეკორდი დაამყარა
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო პოზიციაზე გადავიდა – ახალი კვირიდან იგი მსოფლიო რეიტინგში 22-ე ნომრად არის წარმოდგენილი, რაც იმან გამოწვია, რომ მასზე წინ მყოფმა ჩოგბურთელებმა გასულ კვირაში დასაცავი ქულები ვერ დაიცვეს. ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წელს უკანასკნელ ტურნირზე ასპარეზობს – პარიზის მასტერსზე იგი ჯონ მილმანთან ატარებს საკუთარ შეხვედრას და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ეტაპზე […]
პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ახალი კვირიდან სტარტს აიღებს 2018 წლის უკანასკნელი მასტერსი საჩოგბურთო სამყაროში – პარიზის მასტერსი, სადაც იასპარეზებს საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკა ასპარეზობას ძირითადი ბადიდან იწყებს, მისი პირველი მეტოქე კი მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერი ავსტრალიელი ჯონ მილმანი იქნება. სპეციალისტების აზრით, შეხვედრის ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნევა. ბასილაშვილსა და მილმანს შორის აქამდე გამართულ 2 […]
ნიკოლოზ ბასილაშვილს უძლიერესი მეტოქე ჰყავს!
დღეს, 22 ოქტომბერს სტარტს აიღებს ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში მიმდინარე 500-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი. ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ბადეში არ გაუმართლა, ვინაიდან მისი პირველი მეტოქე ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილი, მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი კევინ ანდერსონი იქნება. ბასილაშვილისა და ანდერსონის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 […]