ევროპულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა შვეიცარიულ გრანდში გადაბარგდეს. Twitter-ში საფეხბურთო გვერდი footballytics-ი წერს, რომ ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის გადაბირებით “ბაზელი” ინტერესდება. “კარგი დრიბლინგის უნარი, ძლიერი პოზიციური თამაში და გოლის გატანა. ამ სეზონში დიდი პროგრესი აქვს და მან დიდი კლუბების ინტერესი მიიპყრო. მათ შორის, “ბაზელის”, სადაც ის კაბრალის შემცვლელად განიხილება”, – წერს footballytics-ი. მიქაუტაძეს […]