ზინედინ ზიდანსა და გარეთ ბეილს შორის ურთიერთობა რომ დაძაბულია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და ფრანგი სპეციალისტი, უელსელს ღიად აიგნორებს. “სამეფო კლუბი” 7 აგვისტოს თბილისის დროით 23:00-ზე პეპ გვარდიოლას გუნდს დაუპირისპირდება. “რეალის” თავკაცმა 24 კაციანი განაცხადი დაასახელა. განაცხადში გარეთ ბეილი ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიდანი მას საერთოდ აღარ ენდობა […]