საბურთალო – სტიაუას შეხვედრას ნორვეგიელი მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება. აღნიშნული წყვილის პირველ შეხვედრას, რომელიც 21 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს, ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს. მთავარი არბიტრი კაი ერიკ შტეენი იქნება, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. 31 წლის მსაჯი, რომელიც თავის ქვეყანაში რანგით ყველაზე მაღალი ლიგის შეხვედრებს 2012 […]
ოფიციალურად: საჩხერის ჩიხურა ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითდა
საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული საფეხბურთო კლუბი, საჩხერის “ჩიხურა” ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა. იმერლებს, რომლებიც ეროვნული ლიგიდან წინა სეზონში დაქვეითდნენ, ცუდი სეზონი გამოუვიდათ და 29 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა მოაგროვეს, ბოლოს კი ქულა 10 ტურის წინ, 27 ივნისს, ვიტ ჯორჯიასთან მოიპოვეს. იმერული კლუბს ამ სეზონში ერთადერთი გამარჯვება აქვს, 22 მარტს, […]