ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში თამაში ,,მანჩესტერ სიტიში” თამაშისგან განსხვავებულია. ,,ჩვენ არ შეგვიძლია, ვითამაშოთ ისე, როგორც ,,მანჩესტერ სიტი” თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში უნდა მოერგო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც შენ გარშემო არიან. მაწუხებს თუ არა ეს ხანდახან? დიახ, მაგრამ ეს ნაკლებად უნდა გამოვავლინო… თუმცა, სრულყოფილებისკენ ვისწრაფვი. ვიცი, რომ ჩემი რეაქციები ყოველთვის კარგი არ […]