ბელგიამ ერთა ლიგის ფინალური ეტაპისთვის შემადგენლობა დაასახელა
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ერთა ლიგის ფინალური ეტაპის მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც 7 ოქტომბერს ტორინოში გაიმართება, ბელგია საფრანგეთს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი იტალია ესპანეთს შეხვდება. ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები – ტიბო კურტუა, კუნ კასტელსი, სიმონ მინოლე, მატც სელსი. მცველები – ტობი ალდერვეირელდი, დედრიკ ბოიატა, ჯეისონ […]
ვერტონგენი: ,,იტალიელებმა მატჩის ბოლოსკენ გამაღიზიანეს”
ბელგიის ნაკრების მცველმა, იან ვერტონგენმა, იტალიასთან წაგებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პირველი გოლი მატჩის იმ მონაკვეთში გავუშვით, როცა ბურთს ვერ ვფლობდით. წაგება მტკივნეულია, რადგან ეს ტიტულის მოგების კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსია. ვიხილეთ ორი მარტივი გოლი ჩვენს კარში და ჩვენ მიერ გაფუჭებული არაერთი მომენტი. თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დამარცხებულები ვართ. […]
რობერტო მარტინესი: ,,ჩემი ფეხბურთელები ასეთ გამოვარდნას არ იმსახურებდნენ”
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, იტალაისთან წაგებული მატჩი შეაფასა: ,,ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, ღრმა მწუხარება… ჩემი ფეხბურთელები ასეთ გამოვარდნას არ იმსახურებდნენ. პირველ ნახევარში იტალიამ მატჩში ჩართვა უკეთ მოახერხა. მათი დასჯა კონტრშეტევებზე შეგვეძლო. მეორე ტაიმში გასათანაბრებლად არაერთი მომენტი შევქმენით, გოლი დიდ მუხტს მოგვცემდა. თუმცა, არავის დადანაშაულება არ შემიძლია. დავრჩები თუ არა ნაკრებში? – ეს […]
Veni, vidi, vici – იტალიელებმა ბელგიას სოციალურ ქსელში უპასუხეს
იტალიისა და ბელგიის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ,,წითელი ეშმაკების” ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა რომელუ ლუკაკუს სურათი, წარწერით – ,,Veni, vidi…” (იულიუს კეისრის გამონათქვამის – ,,მივედი, ვნახე, დავამარცხე” – შემოკლებული ვარიანტი). შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიის ნაკრების ფეისბუკის ოფიციალურმა გვერდმა ბელგიელთა პოსტი გააზიარა და გამონათქვამი იტალიური დროშებით დაასრულა – ,,VICI”. ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიამ […]
ბელგია 1:2 იტალია (მიმოხილვა)
ბელგია 1:0 პორტუგალია (მიმოხილვა)
მარტინესი: ,,თერთმეტმეტრიანებში ვარჯიშს აზრი არ აქვს”
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, პორტუგალიასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოტივირებული და კონცენტრირებულია: ,,თერთმეტმეტრიანებში ვარჯიშს აზრი არ აქვს, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც პენალტის დარტყმა შეუძლიათ. სია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შევადგინეთ და მას შემდეგ განახლდა. მოტივირებულები და კონცენტრირებულები ვართ. ვგრძნობ, რომ ამ გუნდს დიდი ენერგია აქვს. პორტუგალია არის ნაკრები, რომელიც გარემოებებს […]
ლუკაკუ: ,,ვისურვებდი, რონალდუს დრიბლინგი და დარტყმა მქონდეს, ის ჩემს ძალასა და სიზუსტეს ისურვებდა”
ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, პორტუგალიასთან მერვედფინალური შეხვედრის წინ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა: ,,რონალდუმ სერია ა-ში უფრო მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ იტალიის ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის ტიტულის მოპოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იმედია, ამას მომავალ სეზონშიც შევძლებთ. ვისურვებდი, რომ რონალდუს დრიბლინგი და დარტყმა მქონდეს, ის კი ჩემს ძალასა და სიზუსტეს ისურვებდა. კრიშტიანუს რეკორდები შთამბეჭდავია, მის წინაშე […]
კურტუა: ,,რონალდუ ისევ ის ფეხბურთელია, მე კი უფრო განვვითარდი”
,,რეალ მადრიდისა” და ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, პორტუგალიასთან მატჩის წინ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა: ,,ჩვენ გეგმა გვაქვს და პორტუგალიის შესაჩერებლად მზად ვართ. ეს გუნდი მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ დგას. რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირია და, ცხადია, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის დარჩა ისეთ ფეხბურთელად, როგორიც იყო მაშინ, როცა ატლეტიკოში ვთამაშობდი, მე კი […]
ბელგიის ნაკრების მცველი რუსეთთან მიღებული ტრავმის გამო ევრო 2020-ს გამოტოვებს
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლესტერის” მცველმა, ტიმოთი კასტანმა, რუსეთთან შეხვედრაში თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. კასტანს დალერ კუზიაევთან შეჯახების შემდეგ, თვალის ბუდის მოტეხილობა დაუდგინდა, რაც ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმაც დაადასტურა. ,,ტიმოთის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, მას ოპერაცია დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ კასტანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს,” – განაცხადა მარტინესმა. […]
ლუკაკუ: ,,თამაშის წინ ბევრი ვიტირე, მოგება მახარებს, მაგრამ მხოლოდ ერიქსენზე ვფიქრობ”
ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, რუსეთთან მოგების შემდეგ, კრისტიან ერიქსენზე საუბრისას, ემოციები ვერ დამალა: ,,თამაშის წინ ბევრი ვიტირე. კონცენტრაცია ძალიან რთული იყო. სხვა ფეხბურთელებიც შოკირებულები იყვნენ. ერიქსენთან დაკავშირებას ვაპირებ, წავიკითხე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედი მაქვს, რომ მალე ბოლომდე გამოჯანმრთელდება. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ, მაგრამ ახლა მხოლოდ კრისტიანზე ვფიქრობ,” – განაცხადა ლუკაკუმ. […]
მუნიემ ევროპის ჩემპიონატზე უნიკალური ფაქტი დააფიქსირა
ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 3:0 დაამარცხა. მატჩში ერთი გოლი გაიტანა ტომა მუნიემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე უნიკალური შედეგი დააფიქსირა. ბელგიელი გახდა პირველი ფეხბურთელი ევროპირველობის ისტორიაში, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თავი პირველივე ნახევარში გამოიჩინა – მცველმა გოლის გატანა მოედანზე შესვლიდან 7 წუთში, 34-ე წუთზე შეძლო.