დომენიკო ტედესკო ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
“ლაიფციგის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი დომენიკ ტედესკო ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბელგიელებმა რობერტო მარტინესი გუნდიდან დეკემბერში გაუშვეს და მას შემდეგ მისი ადგილი ვაკანტური იყო. 37 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და ნაკრებს მინიმუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. “ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელბა ჩემთვის დიდი პატივია. მოუთმენლად ველი სამუშაოს დაწყებას. ძალიან მოტივირებული ვარ.” -განაცხადა […]
ედენ აზარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა და ბელგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – ედენ აზარმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა. 31 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება 2022 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის გამო გადაწყვიტა. ედენ აზარი ბელგიის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, მან დღემდე 126 მატჩი ითამაშა, სადაც 33 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი მიმდინარე მუნდიალზე ბელგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.
ლუკაკუმ დასვენებაზე უარი თქვა და კლუბში ნაადრევად ბრუნდება
2022 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა – FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მეორე ნაკრები და 2018 წლის მუნდიალის ბრინჯაოსმედალოსანი ბელგიის ნაკრები, 2022 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა. მატჩის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი “ინტერის” ფორვარდი – რომელუ ლუკაკუ იყო, რომელიც მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შემოვიდა და ოთხი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ ემოციები ვერ […]
მუნდიალი 2022 | მე-12 სათამაშო დღე
სრულიად მსოფლიოს ყურადღება კატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, კატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა, თუმცა, გულშემატკივრები რამდენიმე სენსაციის მომსწრე უკვე გახდნენ. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო […]
მუნდიალი 2022 | მერვე სათამაშო დღე
ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა, თუმცა, გულშემატკივრები რამდენიმე სენსაციის მომსწრე უკვე გახდნენ. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეექვსე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეშვიდე სათამაშო დღე […]
ედენ აზარი გერმანიის პროტესტზე: “პოლიტიკური მესიჯები არ უნდა გავაგზავნოთ…”
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევი – ედენ აზარი, გერმანიის ეროვნული ნაკრების პროტესტს გამოეხმაურა. “დიახ, ეს ჟესტი გააკეთეს და შემდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგეს. უმჯობესი იქნებოდა ეს არ გაეკეთებინათ და მოეგოთ. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ ჩამოსულები და არა იმისათვის, რომ პოლიტიკური მესიჯები ვგზავნოთ. პოლიტიკური მესიჯების გასაგზავნად სხვა ადამიანები და სხვა სფეროს წარმომადგენლები უფრო გამოდგებიან. […]
მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე
სრულიად მსოფლიოს ყურადღება ყატარისკენაა მიმართული. მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ყატარი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იქნება და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს. 20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი, რის გამოც 1 თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით მილიონი ადამიანის ცხოვრების რიტმი შეიცვლება. მუნდიალის მესამე სათამაშო […]
Swiss Football Data – მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია?!
გავლენიანმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გამოავლინა. დაახლოებით 3500 მატჩის შედეგის სიმულაციით, Swiss Football Data-მ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დაასახელა. კალკულაციის შედეგად, ნიდერლანდებს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი 15,2% აღმოაჩნდა. ნიდერლანდებთან ერთად, პირველ ხუთეულში ბელგია (14,6%), არგენტინა (12,4%), საფრანგეთი (9,0%) და ბრაზილია (8,7%) შევიდნენ. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ. შეგახსენებთ, 2022 […]
adidas-მა Tomorrowland-ის კოლექცია გამოუშვა
მუსიკისა და ფეხბურთის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და გამორჩეული რამაა და ეს adidas-ში ძალიან კარგად იციან. სპორტული ფეხსახმელების, ტანსაცმლისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Tomorrowland-ის კოლექციაზე იმუშავა და შესანიშნავი შედეგიც მიიღო. Tomorrowland მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც 15-30 ივლისს ბელგიაში ტარდება. adidas-ის ახალი კოლექციის წარმდგენები ბელგიის ეროვნული ნაკრების ვარკსვლავები, კევინ დე […]
კურტუა | ვითამაშეთ იმიტომ, რომ UEFA-მ მეტი ფული იშოვოს
UEFA-ს ერთა ლიგის მესამე ადგილისათვის მატჩში, იტალია ბელგიას დაუპირისპირდა. შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრების კიპერმა – ტიბო კურტუამ UEFA და FIFA მწვავედ გააკრიტიკა. კურტუას მტკიცებით, ფეხბურთელებს თამაში მხოლოდ იმიტომ მოუწიათ, რომ UEFA-მ მეტი ფული იშოვოს. Whether you are looking for some free software to help you with your Internet […]