ბასილაშვილის მეტოქე შანხაის მასტერსის მე-2 ეტაპზე ცნობილია
6 ოქტომბერს სტარტი აიღო შანხაის მასტერსმა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (26) ტურნირის პირველ თამაშში რადუ ალბოტი (46) 4:6; 6:1; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი მე-2 რაუნდში ფრანგ, ბენოი პაირეს (23) დაუპირისპირდება, რომელმაც თავისი შეხვედრა მარკო ჩეკინატოსთან (69) მოიგო. ბასილაშვილისა და პაირეს თამაში ხვალ 10:00-ზეა ჩანიშნული. ნიკოლოზი ფრანგს კარიერაში 3-ჯერ შეხვდა, თუმცა მასთან არ მოუგია. […]
ლიონის ტურნირი ფრანგმა მოიგო
საფრანგეთის ქალაქ ლიონში ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირი ბენუა პაირემ (51) მოიგო. ფინალში ფრანგი ჩოგბურთელი ოჟე-ალიასიმს (28) დაუპირისპირდა და 2 სეტში მოიგო – 6:4; 6:3. პაირემ ახალგაზრდა კანადელს 4 ბრეიკ პოინტი შეუსრულა, თავის ჩაწოდებაზე კი მხოლოდ ერთხელ წააგო. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ოჟე-ალიასიმს ლიონის ჩელენჯერის ნახევარფინალში ქართველი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰყავდა დამარცხებული. რაც შეეხება პაირეს, 31 წლის […]